საინტერესო ფაქტები მუსიკის შესახებ

მუსიკის აღქმას ბავშვი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს იწყებს.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენა რეაბილიტაციის დროს საშუალოდ 1.5-ჯერ ამცირებს.

ადამიანებს, რომლებმაც ინსულტი გადაიტანეს, მუსიკის მოსმენის დროს მეხსიერება 2-ჯერ უფრო სწრაფად აღუდგებათ.

ორი თვის ასაკში პატარებს მუსიკის ტაქტში მოძრაობა უკვე შეუძლიათ.

ადამიანები, რომლებიც მუსიკის თანხლებით ვარჯიშობენ, უფრო სწრაფად იკლებენ წონაში იმათთან შედარებით, ვინც სიჩუმეში ვარჯიშობენ.

ადამიანები ცუდად ხედავენ, როდესაც მუსიკას უსმენენ.

მეცნიერების აზრით, უძილობას შველის სებიელიუსის “სევდიანი ვალსი“. ახლო წარსულში გადატანილ უსიამოვნებებს დაგავიწყებთ ბრამსის "იავნანა" და შუბერტის "ავე მარია“. ნერვული აღგზნებისა და მოშლილობის დროს მოუსმინეთ ბეთჰოვენის "მთვარის სონატას“ ან "სიხარულის ოდას“.

თავის ტკივილსა და შაკიკს შველის ბეთჰოვენის "ფიდელიო", მოცარტის "დონ ჟუანი“.

კონფლიქტური სიტუაციების დროს დაგამშვიდებთ შოპენის "მაზურკა", შტრაუსის ვალსები.

ტონუსის ამაღლებისთვის მოუსმინეთ ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიას.

საჭმლის უკეთესად მონელებისთვის ეფექტურია ლისტის "მეორე კონცერტი".