_ ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ ხვალ კოსმოსის საერთაშორისო დღეა. ხომ ვერ მეტყვი, უქმეა თუ სამუშაო დღე?

_ არა, ხვალ ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. საქართველოში, და, მე მგონი, მთელ მსოფლიოშიც, საერთაშორისო დღესასწაულები დასვენების დღეებად არ არის გამოცხადებული.

_ ჰო, ჩვენც ვმუშაობთ. მე, უბრალოდ, არ ვიცი, რომელი დღეებია საქართველოში უქმეები.

_ საქართველოს კანონმდებლობით, ოფიციალურად საქართველოში დასვენების დღეებად გამოცხადებულია 1 და 2 იანვარი - ახალი წლის დღეები, 7 იანვარიშობის ბრწყინვალე დღესასწაული; 19 იანვარინათლისღება; 3 მარტიდედის დღე; 8 მარტიქალთა საერთაშორისო დღე; 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე; უქმეებია, ასევე, სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი); 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და 12 მაისსწმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეებშიც ვისვენებთ. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ამ დღესაც დასვენების დღე გვაქვს; 28 აგვისტომარიამობა, 14 ოქტომბერიმცხეთობა და 23 ნოემბერიგიორგობა - მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულებია და უქმეებადაა გამოცხადებული.

_ ანუ, საერთაშორისო დღესასწაულებიდან უქმე დღეები პირველი იანვარი, 8 მარტი და 9 მაისია. ჩვენთან მშრომელთა საერთაშორისო დღე, პირველი მაისიც დასვენების დღეა.

_ ადრე ჩვენთანაც უქმე იყო. რამდენიმე წელია, სამუშაო დღედ გამოცხადდა. რატომღაც კომუნისტურ გადმონაშთად მიიჩნიეს. არადა, როგორც ვიცი, მთელი მსოფლიო ზეიმობს.

_ კი, მეც ასე ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, შვედეთში, და მთელ ევროპაშიც, ეს დღე საგანგებოდ აღინიშნება.