გრამატიკა

IDevice Icon
მეორე კავშირებითი

 

მეორე კავშირებითის ფორმა დროის მიხედვით მომავალია. მისი ნიშნებია, -ო (გავაკეთ-ო, დახატ-ო, დაწერო-ს...), -ე (წავიდ-ე, გაფრინდე, გათბ-ე-ს...), და -ა (გავხსნ-ა, გაჭრ-ა, თქვ-ა-ს...).

მეორე კავშირებითს ხშირად აქვს ბრძანებითის ფუნქცია; წართქმითი ბრძანებითია პირველსა და მესამე პირში (ვისწავლოთ... გააკეთოს...), უკუთქმითია (აკრძალვითია) სამივე პირში: არ გავაკეთოთ! არ გააკეთოთ! არ გააკეთონ! არ გააკეთო! არ გააკეთოს!

მეორე კავშირებითის ფორმები გამოიყენება მათემატიკური ოპერაციების დროს: მივუმატოთ, გამოვაკლოთ, გავყოთ, გავამრავლოთ.

ახლანდელი დროის (აწმყოს) ფორმისგან განსხვავებით მეორე კავშირებითს არა აქვს ე. წ. თემის ნიშნები: ხატ-ოს- (შდრ. ხატ-ავ-ს), აკეთ-ო-ს (შდრ. აკეთ-ებ-ს), ისწავლ-ო-ს (შდრ.: სწავლ-ობ-ს)...

 

გადაიყვანეთ ზმნები მეორე კავშირებითში (კავშირებითის ნიშანია - ”ო”)

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P118/2