გრამატიკა

IDevice Icon
ზმნის გარდამავლობა

 

ზმნა შეიძლება იყოს გარდამავალი ან გარდაუვალი.

გარდამავალია ზმნა, რომელიც პირდაპირ ობიექტს შეიცავს.

გარდაუვალია ზმნა, რომელსაც პირდაპირი ობიექტი არ შეეწყობა.

ერთპირიან ზმნაში მხოლოდ სუბიექტური პირია; სამპირიან ზმნაში ყველა პირია, ე. ი. პირდაპირი ობიექტიც;

ორპირიან ზმნაში სუბიექტურ პირთან ერთად წარმოდგენილია ერთ-ერთი ობიექტური პირიც: პირდაპირი ან ირიბი, მაშასადამე, ერთპირიანი ზმნები გარდაუვალია, სამპირიანი - გარდამავალი; ორპირიანი ზმნა ან გარდამავალია, ან გარდაუვალი.

ირიბი ობიექტი ბრუნვაუცვლელი ობიექტია. ის ყოველთვის მიცემით ბრუნვაშია.

პირდაპირი ობიექტი ხან მიცემითშია, ხან სახელობითში.

ვეფერები ბავშვს - მოვეფერე ბავშვს: ობიექტმა ბრუნვა არ შეიცვალა, ე.ი. ეს არის ირიბი ობიექტი.

ვწერ წერილს - დავწერე წერილი: ობიექტმა ბრუნვა იცვალა, ე. ი. ეს არის პირდაპირი ობიექტი.

გარდამავალ ზმნას სრული ასპექტის წარსული დროის ფორმებში მესამე სუბიექტური პირის ნიშნად მრავლობითში -ეს ნიშანი დაერთვის (და არა -ენ), გარდაუვალს - ნენ.

გარდამავალია: გააკეთ-ეს, ააშენ-ეს, წაიკითხ-ეს, დახატ-ეს, დაწერ-ეს...

გარდაუვალია: წავიდ-ნენ, დაიმალ-ნენ, გაიქც-ნენ, გაიზარდ-ნენ, დადგ-ნენ...

 

  • დაწერეთ 5 წინადადება, სადაც გამოიყენებთ გარდამავალ ზმნას.
  • დაწერეთ 5 წინადადება, სადაც გამოიყენებთ გარდაუვალ ზმნას.

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P119/1