ბენჯამინ ფრანკლინი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატები შექმნეს. ბენჯამინ ფრანკლინის ცხოვრება დიდი წარმატების მაგალითია. ბენჯამინი იყო მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სწავლული მეცნიერი და პოლიტიკოსი. ბენჯამინ ფრანკლინმა დიდ წარმატებას თავისი ცხოვრების წესით მიაღწია. მან თავის წიგნში 12 ღირსების შესახებ დაწერა, რომელიც ადამიანს უნდა ახასიათებდეს.

გთავაზობთ ამ ღირსებათა ჩამონათვალს:

1. ადამიანი თავშეკავებული უნდა იყოს, არ უნდა ჭამდეს და სვამდეს ბევრს;

2. დუმილი ღირსებაა. უნდა ილაპარაკო ცოტა და მხოლოდ ისეთ საგნებზე, რასაც სარგებელი მოაქვს.

3. წესრიგი უნდა გიყვარდეთ, ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა დააბრუნოთ და ყველა საქმისთვის თავისი დრო გქონდეთ გამოყოფილი.

4. უნდა იყოთ გამბედავი, უნდა შეასრულოთ ის, რაც გასაკეთებელია.

5. უნდა იყოთ მომჭირნე - ფული მხოლოდ სასიკეთო საქმეებისთვის დახარჯეთ და არ გაფლანგოთ.

6. იყავით ბეჯითი, ყოველთვის აკეთეთ სასარგებლო საქმე. არ გაჩერდეთ უსაქმოდ.

7. იყავით გულწრფელი - არ იცრუოთ და გქონდეთ წრფელი აზრები.

8. იყავით სამართლიანი და არავის მიაყენოთ ზიანი.

9. იყავით ზომიერი, თავი აარიდეთ უკიდურესობებს.

10. იყავით სისუფთავის მოყვარული - სხეული, ტანსაცმელი და სახლი მუდამ სუფთა უნდა გქონდეთ.

10. ნუ აღელდებით უბრალო რამეზე, იყავით დინჯი.

11. იყავით ზნეობრივად სუფთა და უცოდველი.

12. იყავით თავმდაბალი.