გრამატიკა

IDevice Icon
წინა ვითარების სახელები

 

ქართულ ენას საშუალება აქვს წარმოადგინოს ინფორმაცია იმის შესახე, თუ რას წარმოადგენდა სახელი ადრე ან როგორი ვითარება ახასიათებს მას წინანდელთან შედარებით.

ამის გამოხატვა ხდება ნა- -არ/ნა- -ალ და ნა- -ევ მაწარმოებლებით.

ასეთი სახელი აღნიშნავს:

ა) საგანს, პირს, რომელიც უწინ იგივე იყო, რაც ძირეული სიტყვით არის გადმოცემული: ნა-ცოლ-არ-ი, ნა-ყმ-ევ-ი, ნა-მწყემს-არ-ი...

ბ) ადგილს, სადაც უწინ ის საგანი იყო, რაც ძირეულით არის გადმოცემული: ნა-ქალაქარ-ი, ნა-სახლ-არ-ი, ნა-ტყვი-არ-ი...

გ) საგანს, პირს, რომელიც იმ ადგილას იყო, რომელზეც ძირეული სახელი მიუთითებს: ნა-ციმბირ-ალ-ი, ნაციხ-არ-ი, ნა-ფრონტ-ალ-ი...

დ) დროს, რომელიც გამოხატავს, რომ ძირეულით გადმოცემული ხანი უკვე ჩავლილია: ნა-შუაღამ-ევ-ი, ნა-შუადღ-ევ-ი... ასეთი სახელების უმეტესობა ზმნიზედურად არის გამოყენებული: ნა-სა-ღამო-ევ-ს, ნა-სადილ-ევ-ს, ნა-ვახშმ-ევ-ს...

წინა ვითარების სახელები ხშირად ტოპონიმებად არის ქცეული: ნა-საყდრ-ალ-ი, ნა-ქერ-ალ-ა, ნა-ქალაქ-არ-ი, ნა-ვენახ-ევ-ი, ნა-დარბაზ-ევი, ნა-დაბ-ურ-ი...

ფუძეკუმშვადი სახელები წინა ვითარების სახელთა მაწარმოებლების დართვისას შეკუმშულ ფუძეს აჩვენებენ: სოფელი - ნასოფლარი.

 

 

აწარმოეთ წინა ვითარების სახელები ნა- -არ მაწარმოებლების საშუალები



აწარმოეთ წინა ვითარების სახელები ნა- -ევ მაწარმოებლების საშუალებით


 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P120/1