ანეკდოტი გურულზე

გურული დააჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებისთვის 100 ლარით. მივიდა ბანკში გადასახდელად, დაუმატეს საბანკო მომსახურების 1 ლარი და მისცეს 101- ლარიანი ქვითარი.

-რა იყო, აქანეც ჩქარა შემევედი? - იკითხა გაოცებულმა გურულმა.

 

ანეკდოტი სვანზე

სვანი უმესიჯებს თავის შეყვარებულს: მობილური ჩემთან დაგრჩა, არ ინერვიულო.

 

ანეკდოტი კახელებზე

კლასის დამრიგებელმა მიტოს დღიურში ჩაუწერა: “გაკვეთილებზე სულ ლაქლაქებს”.

მეორე დღეს სკოლაში მისულ მიტოს დამრიგებელმა დღიური გამოართვა და მამის მინაწერი ამოიკითხა: “შენ ამის დედა უნდა ნახო. მიხო".

 

ანეკდოტი იმერლებზე

სიდედრი ნეტავ სადაური წარმოშობის სიტყვაა? - ეკითხება ჭიჭიკია ბიჭიკიას. -ბერძნულია სიმონ… ქართულად კიბოს ნიშნავს.

 

ანეკდოტი მეგრელზე

მეგრელი მაღაზიაში მივა და იკითხავს ვინ არის პირველიო. - მეო, - იტყვის ერთი და გამოვა. ჰოდა მე ნული ვარ ეტყვის მეგრელი და წინ დაუდგება.