_ ცნობილია, რომ მსოფლიოში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეცნიერების აზრით, უმთავრესად ეს კლიმატის ცვლილებებითაა გამოწვეული.

_ სამწუხაროდ, ასეა. გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, რის შედეგადაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური დანაკარგები კი 100 მილიარდ დოლარს აღწევს.

_ ცალკე თემაა ეკომიგრანტების პრობლემა. ექსპერტთა გათვლებით, 2050 წლისათვის ეკომიგრანტთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაიზრდება.

_რაც შეეხებატიქიური მოვლენების შედეგად ადგილნაცვალ პირებს, ანუ ეკომიგრანტებს, მათი რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ადგილნაცვალი პირების რაოდენობა ერთად აღებული.

_ ნათელია, რომ კლიმატის ცვლილებები და მათგან გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემასა და გამოწვევას წარმოადგენს. შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი კატასტროფების თავიდან აცილება?

_ სამწუხაროდ, მათი სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა, მათი რისკების შემცირება და თანხმლები უარყოფითი შედეგების შერბილება სწორად დაგეგმილი და წარმართული ქმედებების პირობებში შესაძლებელია.