უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში სერიოზული პრობლემები შექმნა.

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადიდებული იყო რამდენიმე მდინარე, ზღვის ტალღები კი სამ მეტრს აღწევდა, რაც მაღალი სიმძლავრის შტორმს განეკუთვნება (5 ბალამდე).

მისი თქმით, 11 საათისათვის ძალიან დიდი ნალექი აღინიშნა ფოთში, ურეკსა და ქობულეთში, რასაც ქობულეთში სეტყვა და ქარის გაძლიერება ახლდა. სანაპირო ზოლში კი მნიშვნელოვნად გაძლიერდა ზღვის ღელვა, რაც მაღალი სიმძლავრის შტორმს განეკუთვნება (6 ბალამდე). ჩაქვში ქარბორბალა იყო; ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა 40ზე მეტი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც. 4 სექტემბერს კოკისპირული წვიმის დროს ბათუმის სანაპიროებზე 4ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, თუმცა სანაპირო ზოლი არ დაზიანებულა.

ზღვაზე ძლიერმა ტალღებმა და ღელვამ პრობლემები შეუქმნა ფოთის პორტსაც. ამჟამად პორტი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს.