რა ლამაზი ხარ მთის გულო

 

რა ლამაზი ხარ, მთის გულო,

გუდამაყარო ტიალო,

მაღლითკე ნისლში აწვდილო,

მთებიანო და ტყიანო.

 

დილით ნამიან ბალახო,

სიცივე ბარაქიანო,

ამღერებულო არაგვო,

ქვებიანო და კლდიანო.

 

ზემოთ არწივი ნავარდობს,

ხევხუვებს გაივლიანო,

გადაჩრდილავენ მიდამოს,

ბოდიშსაც არ იხდიანო.

 

მაღლა ცხვარ-ძროხა შეფენილთ,

ქვებსაც კი ჩამაჰყრიანო,

დედა დასტირის თავის შვილს,

ქვები გულ-მკერდზე რბიანო!!!

თორღვა ბექაური