წაიკითხეთ ტექსტი

IDevice Icon

წაიკითხეთ სამოტივაციო წერილის დანიშნულება

სამოტივაციო წერილი ოფიციალური დოკუმენტია. მისი მიზანია, დაარწმუნოს პოტენციური დამფინანსებელი ან დამსაქმებელი, რომ მისი ავტორი შესაფერისი კანდიდატურაა ვაკანსიისათვის.

სამოტივაციო წერილი საშუალებას გაძლევთ, წარმოაჩინო, რა მიაჩნიასაკუთარ უპირატესობად, როდესაც მონაწილესხვადასხვა ტიპის კონკურსსა თუ გასაუბრებაში და დაასაბუთოსაკუთარი გადაწყვეტილება ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობის შესახებ.

სამოტივაციო წერილი იწერება:

ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე;

სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე;

პროექტის დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსზე და ა. შ.

კარგი სამოტივაციო წერილის წაკითხვის შემდეგ მკითხველს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ სწორედ თქვენ ხართ შესაფერისი კანდიდატურა ამ თუ იმ პოზიციის დასაკავებლად.