სამოტივაციო წერილი უნდა იყოს ნათელი, მოკლე, და ლოგიკურად აგებული, სადა და გასაგები ენით დაწერილი.

კონკრეტულობა ამ ტიპის დოკუმენტის სავალდებულო პირობაა.

დაწერეთ მხოლოდ სიმართლე იმის შესახებ, თუ რას სთავაზობთ მათ კონკრეტულად.

გქონდეთ ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღების, რთულ პირობებში მუშაობის უნარი, აჩვენეთ, რომ, უბრალოდ, სანდო პიროვნება ხართ და გუნდური მუშაობისას შეგიძლიათ ლიდერის როლი აიღოთ თქვენს თავზე.

იყავით გულწრფელი და ენთუზიასტი. დამქირავებლები სწორედ ასეთ მუშაკებს ეძებენ. ადამიანი თუ პროფესიონალია, ის ადვილად სწავლობს და იხვეწება. გარდა ამისა, ასეთ ადამიანთან სასიამოვნოა მუშაობა. თუ პოტენციურ დამქირავებელს უჩვენებთ, რომ მოგწონთ ეს საქმიანობა, მეტია იმის ალბათობა, რომ აგირჩიონ. ამგვარად, განსაკუთრებით ჩაუღრმავდით საკითხს – რით გიზიდავთ ეს სამუშაო.

შეეცადეთ, სამოტივაციო წერილში თავი აარიდოთ კატეგორიულ ტონს.

ყურადღებით იყავით შეცდომების მიმართ! ამას თავისი ახსნა აქვს – ზოგ სამუშაოზე სერიოზული შეცდომა კომპანიას ძვირი უჯდება, ამიტომ დამსაქმებელი თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ სამუშაოზე აიყვანოს ადამიანი, რომელიც უყურადღებობის გამო უშვებს შეცდომებს. ამგვარად, ერთი შეცდომის გამოც კი შეიძლება უარი გითხრან.

სამოტივაციო წერილის დასასრულს მკითხველს აგრძნობინეთ, რომ მის გამოხმაურებას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუ ორი კვირის განმავლობაში არაფერს შეგატყობინებენ, შეგიძლიათ ტელეფონით თავაზიანად იკითხოთ კონკურსის შედეგების შესახებ.