_ რატომ არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამოტივაციო წერილი?

_ სამოტივაციო წერილი, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, სამსახურებში, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მისაღებად და დიდ გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ უნდა ეცადოთ, პირველივე სიტყვიდან მოახდინოთ შთაბეჭდილება, რომ უამრავი საბუთიდან სწორედ თქვენი აარჩიონ და გასაუბრებაზე მიგიწვიონ.

_ რა არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც სამოტივაციო წერილი უნდა აკმაყოფილებდეს?

სამოტივაციო წერილის მიმართ ძირითადი და მნიშვნელოვანი მოთხოვნებია: ლაკონიურობა, მკაფიოობა და ლოგიკური წერილობითი გადმოცემა. გახსოვდეთ, რომ ინფორმაცია თქვენ შესახებ გადამოწმდება არა ერთხელ - გასაუბრებისა და მუშაობის დროსაც კი, ამიტომ იყავით გულწრფელები და მიაწოდეთ მხოლოდ რეალური, სწორი ინფორმაცია.

_ხომ ვერ გვასწავლიდით რაიმე ხერხს, რომელიც დაგვეხმარება განვსაზღვროთ, არის თუ არა ჩვენი სამოტივაციო წერილი ეფექტური?

_ სიამოვნებით. არსებობს ასეთი მარტივი გზა - წერის დამთავრების შემდეგ წერილი ცოტა ხანს გვერდზე გადადეთ, შემდეგ კი ხელახლა ყურადღებით წაიკითხეთ. დაუსვით საკუთრ თავს შეკითხვა: მე რომ დამსაქმებელი ან უნივერსიტეტის კომისიის წევრი ვიყო, მივიღებდი ასეთ ადამიანს? ჩანს ამ წერილში ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამ პოზიციისათვის? შეგიძლიათ თქვენი სამოტივაციო წერილი წააკითხოთ მეგობარს ან კოლეგას. იგი უკეთ დაინახავს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

_ დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისათვის.