- უკაცრავად, ხელის მოწერას ვაპირებთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რა საბუთებია საჭირო ქორწინების რეგისტრაციისათვის?

- რა თქმა უნდა, სიამოვნებით. პირველ რიგში, უნდა წარმოადგინოთ ერთობლივი წერილობითი განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ ერთ-ერთი თქვენგანი 16-დან 18 წლამდეა, საჭიროა მისი დაბადების მოწმობა და მშობლების წერილობითი თანხმობა, მზრუნველის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინებაზე თანხმობის შესახებ.

- არა, ჩვენ ორივე სრულწლოვანები ვართ, მაგრამ ჩემი მეუღლისათვის ეს მეორე ქორწინება იქნება. ამ შემთხვევაში რამე განსაკუთრებული წესი ხომ არ არსებობს?

- არა, განსაკუთრებული წესი არა, მაგრამ თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იყო დაოჯახებული, წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს.

- სულ ეს არის? სხვა ხომ არაფერი დაგვჭირდება?

- არა, მეტი არაფერი.

- დიდი მადლობა, შეხვედრამდე.