- წაიკითხე, კანზასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები რას წერენ ბედნიერი ქორწინების შესახებ?

- კი, წავიკითხე, უცნაურია, რომ ოჯახური ბედნიერების N1 საიდუმლო ერთობლივი ვახშამი ყოფილა.

- რატომ არის უცნაური? წარმოიდგინე, რომ ოჯახის წევრები საღამოობით ერთ სუფრასთან სხედან, ვახშმობენ და მსჯელობენ ახალ ამბებზე, უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ხუმრობენ... თუ ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე პრობლემა აქვს, მთელი ოჯახი ეხმარება.

- კანზასელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბედნიერ ოჯახებში ყველა მუშაობს ან თავისი საქმითაა დაკავებული. ცოლსაც და ქმარსაც ანაზღაურებადი სამუშაო აქვთ. ამასთან, სტატუსსა და შემოსავლის დონეს მნიშვნელობა არ ენიჭება.

- ჰო, ალბათ. როდესაც ადამიანი პროფესიულ საქმიანობაში წარმატებულია, როგორც წესი, ოჯახშიც ბედნიერად გრძნობს თავს.

- რას ფიქრობ იმაზე, რომ ოჯახური ბედნიერებისათვის, თურმე, საჭიროა, ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს ადგილი, სადაც შეუძლია განმარტოვდეს?

- რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სჭირდება ადგილი, სადაც შეუძლია იყოს თავისთვის, იფიქროს, დაისვენოს, აკეთოს საყვარელი საქმე. სხვათა შორის, ბავშვებიც კი ცდილობენ, შეიქმნან პირადი სივრცე _ ხან მაგიდის ქვეშ იწყობენ ასეთ სივრცეს, ხან კარადასა და კედელს შორის.

- ყველაზე მეტად ოჯახური ბედნიერების მე-4 წესი მომწონს - ბედნიერ ოჯახებში არ არსებობს მკაცრი წესები. ასეთ ოჯახებში ერთმანეთის თავისუფლებას არ ზღუდავენ და მოვალეობებს თანაბრად ინაწილებენ.

რა თქმა უნდა, გეთანხმები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.