კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

მე ქეთევანი ვარ. ჩემი გვარია იაძე. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მე ახლა ბათუმში ვარ, თბილისიდან ბათუმში ჩამოვედი. ამ ქალაქში ვსწავლობ.

ჩემი ოჯახი დიდია. მე მყავს დედა, მამა, ორი ძმა და ერთი და.

ჩემი ბებია და ბაბუა სოფელში ცხოვრობენ. ჩემი ძმები პატარები არიან. ჩემი და დიდია. მას ერთი შვილი ჰყავს. ის ჩემი დისშვილია. მას ილია ჰქვია.

მამაჩემს ერთი და ჰყავს და ერთი ძმა. მამაჩემის და ჩემი მამიდაა. მამიდას ორი შვილი ჰყავს: მაია და ლუკა. ისინი ჩემი მამიდაშვილები არიან.

მამაჩემის ძმა ჩემი ბიძაა. მისი ცოლი ჩემი ბიცოლაა. ჩემს ბიძას და ბიცოლას ორი შვილი ჰყავთ: მათე და თამარი. ისინი ჩემი ბიძაშვილები არიან.

ჩემს ბებიასა და ბაბუას სამი შვილი, რვა შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავთ.

დედას და და ძმა ჰყავს. მისი და ჩემი დეიდაა. მე ერთი დეიდაშვილი მყავს, ის ძალიან პატარაა. ჩემს ბიძას ცოლი არ ჰყავს. ის უცოლოა.

დედაჩემის დედა და მამა ქუთაისში ცხოვრობენ. ჩემს ბებიასა და ბაბუას სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავთ.

ჩემი ოჯახი ძალიან დიდია.

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რა გვარია ქეთევანი?

_სად ცხოვრობს ქეთევანის ოჯახი?

_ახლა სად არის ქეთევანი?

_რამხელაა ქეთევანის ოჯახი? ჩამოთვალეთ მისი ოჯახის წევრები.

_სად ცხოვრობენ ქეთევანის ბებია და ბაბუა?

_რამდენი და ჰყავს ქეთევანის მამას?

_რა ჰქვია ქეთევანის დისშვილს?

_რამდენი მამიდაშვილი ჰყავს ქეთევანს?

_რამდენი ბიძაშვილი ჰყავს ქეთევანს?

_რამხელაა ქეთევანის დეიდაშვილი?

_სად ცხოვრობენ ქეთევანის დედის მშობლები?

_რამდენი შვილი და რამდენი შვილიშვილი ჰყავთ ქეთევანის ბებიასა და ბაბუას?

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
13P2

 

დაწერეთ წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք կարդացած տեքստի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.