ტარიელ ხარხელაური

* * *

ჯიხვი ვარ და გადავწექი კლდეზე,

დილით ნისლის მსიამოვნებს ლოკვა,

მონადირევ, რა გინდა, რომ მეძებ,

ღირს კი, ბიჭო, ახლა ჩემი მოკვლა?!