- გამარჯობათ, ბავშვებო. დღეს ჩვენი გაკვეთილის თემაა „დემოკრატიული ღირებულებები“. თქვენთვის რამდენიმე შეკითხვა მოვამზადე. პირველი შეკითხვა ასეთია: ვის ეკუთვნის სიტყვები: „ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატია არის მართვის სრულყოფილი და ბრძნული ფორმა. სწორი ნათქვამია, რომ დემოკრატია არის მართვის ყველაზე საშინელი ფორმა, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ყველა დანარჩენს, რაც კი ოდესმე მოუსინჯავთ.“

- უინსტონ ჩერჩილს, მე-20 საუკუნის გამოჩენილ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეს, დიდი ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრს.

- მართალია. ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ ამერიკის მე-40 პრეზიდენტის, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიო ლიდერის, რონალდ რეიგანის სიტყვები დემოკრატიაზე?

- რეიგანს რამდენიმე ცნობილი გამონათქვამი ეკუთვნის დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუმცა მათგან ყველაზე უფრო ცნობილი - „დემოკრატიისათვის ღირს სიკვდილი, რადგან ის ყველაზე უფრო დასაფასებელი მმართველობის ფორმაა, რაც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია“- მან წარმოთქვა 1984 წლის 6 ივლისს, ოპერაცია „ოვერლორდის“ მე-40 წლისთავზე. ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელდა, ანგლოსაქსების შეირაღებული ძალები გადასხეს ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული საფრანგეთის, კერძოდ, ნორმანდიის ტერიტორიაზე. ამ ოპერაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფაშიზმის დამარცხებაში.

- დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის. შემდეგი ციტატა კი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან პრეზიდენტს, ფრანკლინ დელანო რუზველტს ეკუთვნის და ხაზს უსვამს განათლების კავშირს დემოკრატიასთან. ვის შეუძლია გაიხსენოს ეს ციტატა?

- „დემოკრატია ვერ იქნება წარმატებული, თუკი ადამიანები, რომლებიც თვიანთ არჩევანს გამოხატავენ, არ არიან მომზადებულები იმისათვის, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღონ. დემოკრატიის რეალური გარანტია განათლებაა“.

- დიდი მადლობა სწორი და სრულყოფილი პასუხებისათვის.