_ ბაბუ, სასწრაფოდ მაყუთი უნდა გავჩითო, თორემ დამერხევა.

_ რა თქვი, შვილო?

_ ფული მჭირდება, თორემ ჩემი საქმე ცუდად იქნება.

_ რა მოხდა?

_ სკოლაში ჩხუბი აიწია და მერხები დაიბრიდა. თუ ახლები არ გავჩითეთ, სკოლიდან დაგვახვევინებენ.

- რა მოხდა? რას იზამენ?

- ვიჩხუბეთ და მერხები დაიმტვრა. თუ ახლები არ მივიტანეთ (ვიყიდეთ), სკოლიდან გაგვრიცხავენ.

- ახლა გასაგებია.

- ბაბუ, ვერ დამიადებ მაყუთს?

- გამაგებინე, რა გინდა!

- ფულს ვერ მომცემ?

- თუ ნორმალურად ილაპარაკებ, მოგცემ, მაგრამ, გაფრთხილებ, ეს პირველი და უკანასკნელია!

- მოსულა. ჯიგარი ხარ. გაასწორე, ჩემებთან მაგილა ხარ...

- ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, რა ენაზე ლაპარაკობ!

- მოკლედ, ჩემს მშობლებს არაფერი უთხრა, კარგი?