საინტერესო რჩევები კომპლიმენტთან დაკავშირებით:

1) კარგი კომპლიმენტი ყოველთვის გულწრფელია, ე.ი. თქვენ ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ.

2) არ არის საჭირო, კომპლიმენტი ძალიან გრძელი იყოს.

3) შეეცადეთ გამოყოთ პიროვნების ინდივიდუალური თვისებები, შეაქეთ მისი ხასიათი, ნიჭიერება, პროფესიონალიზმი. თუმცა, ქალის შემთხვევაში სილამაზის შექებაც აუცილებელია.

4) იყავით ორიგინალურები. შეეცადეთ, თავი აარიდოთ სტანდარტულ ფრაზებს. უკეთესი იქნება, თუ კომპლიმენტის წარმოთქმას მიუდგებით, როგორც ხელოვნებას.

5) ეცადეთ, თავი აარიდოთ ორაზროვნებას. მაგალითად, ნუ ეტყვით ადამიანს: "დღეს ძალიან ლამაზი ხარ", უმჯობესია უთხრათ: „დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ“.

6) კომპლიმენტის წარმოთქმის დროს აუცილებლად გაიღიმეთ. ყურადღება მიაქციეთ ჟესტებსა და მიმიკას. თქვენი თვალები და სხეული იმასვე უნდა „ამბობდნენ“, რასაც თქვენი სიტყვები.

7) კომპლიმენტის დანიშნულება არ არის სხვისთვის ჭკუის სწავლება, ამიტომ ნუ ეტყვით ადამიანს: "ამ კაბაში ფოტომოდელს ჰგავხარ, ხშირად ჩაიცვი ხოლმე“.

8) გაითვალისწინეთ კომპლიმენტის ადრესატის ასაკი, სოციალური სტატუსი და თქვენი ურთიერთობა მასთან. მაგალითად, თუ თქვენი უფროსი ამავდროულად თქვენი მეგობარიც არ არის, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის ახალ სამკაულსა ან ვარცხნილობაზე.

9) სწორად შეარჩიეთ დრო. თუ კომპლიმენტი შეუფერებელ დროს წარმოთქვით, მან შეიძლება ადრესატის გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ ადამიანს წარუმატებელი პრეზენტაცია ჰქონდა, მისი ჩაცმულობის შექება ნამდვილად უადგილო იქნება.

10) კომპლიმენტს უყურეთ, როგორც საჩუქარს, რომელსაც ყოველგვარი სამაგიეროს დაბრუნების გარეშე გასცემთ. ხშირად უთხარით კომპლიმენტები ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ნაცნობებსა და მეგობრებს. შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი თქვენს ურთიერთობებში.