კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

ნინო სკოლაში დადის. ნინოს კლასში ოცდაშვიდი მოსწავლეა: თექვსმეტი ბიჭი და თერთმეტი გოგო. მოსწავლეებმა იციან წერა, კითხვა და თვლა. ნინო ითვლის ათასამდე.

ბავშვებმა ციფრების წერა უკვე ისწავლეს. ნანა მასწავლებელი მათ ანგარიშს ასწავლის. ყველამ იცის მიმატება, გამოკლება, გაყოფა და გამრავლება. იციან, რომ ოცს მივუმატოთ ოთხი არის ოცდაოთხი; რვაჯერ ხუთი იქნება ორმოცი; ჩვიდმეტს გამოვაკლოთ ორი უდრის თხუთმეტს; ისიც იციან _ ხუთასი რომ გავყოთ ორზე, ტოლია ორას ორმოცდაათის...

ნინოს მეგობარია ლუკა. ნინო და ლუკა ერთად წერენ დავალებას. ლუკა კარგად უმატებს და ამრავლებს, ცოტა უჭირს გაყოფა და გამოკლება. ის ზარმაცი არ არის. მას ცოტა დრო აქვს.

ლუკას ერთი უმცროსი ძმა ჰყავს. ის სკოლაში არ დადის. გეგა პატარაა. ის ათამდე ითვლის, გეგას თვლა ლუკამ ასწავლა.

 

ტექსტიდან ამოწერეთ რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვები.

Տեքստից դո՛ւրս գրեք քանակ ցույց տվող բառերը:

Mətndən kəmiyyət bildirən sözləri köçürün.

 

ტექსტიდან ამოწერეთ არითმეტიკული მოქმედებების აღმნიშვნელი სიტყვები.

Տեքստից դո՛ւրս գրեք թվաբանական գործողություններ ցույց տվող բառերը:

Mətndən riyazi əməlləri bildirən sözləri köçürün.

 

დაწერეთ ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք տեքստի համառոտ բովանդակությունը:

Mətnin qısa məzmununu yazın.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რამდენი მოსწავლეა ნინოს კლასში?

_რა იციან ნინოს თანაკლასელებმა?

_ვინ ასწავლა ბავშვებს ციფრების წერა და ანგარიში?


შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
14P1, 14P5