კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

ახლა რვა საათია. ჯაბა ამ დროს იღვიძებს, ის ლექციებზე დადის. სწავლა ცხრა საათზე იწყება. ჯაბა უნივერსიტეტში სწავლობს.

საათი ზუსტად რვაზე რეკავს. უნივერსიტეტი მისი სახლიდან შორს არ არის, ახლოსაა. ცხრას თხუთმეტი წუთი აკლია, ჯაბა სახლიდან გადის. უნივერსიტეტამდე ის ფეხით მიდის.

ადრე პატარა ჯაბა სკოლაში დადიოდა. სკოლა შორს იყო. ის რვის ნახევარზე დგებოდა და ცხრის ოც წუთზე გადიოდა სახლიდან. სკოლაში ის ავტობუსით მიდიოდა.

ახლა ჯაბა დიდია, ის უკვე სტუდენტია.

გუშინწინ მისი დაბადების დღე იყო. სახლში ბევრი სტუმარი ჰყავდა. ის გვიან დაწვა.

გუშინ ჯაბა გვიან ადგა და სახლიდან რომ გავიდა, ცხრა საათი იყო. ლექციაზე დააგვიანა.

დღეს ჯაბა აღარ დააგვიანებს. ის ადრე გავიდა სახლიდან.

ზეგ, სამ საათზე, მეგობრები კინოში მიდიან. ჯაბა პირველ საათზე მოვა სახლში და სამ საათზე წავა კინოში.

მაზეგ სტუდენტები ბოტანიკურ ბაღში მიდიან.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რომელ საათზე იღვიძებს ჯაბა?

_რომელ საათზე იწყება სწავლა?

_სად სწავლობს ჯაბა?

_რით მიდის უნივერსიტეტამდე ჯაბა?

_რით მიდიოდა ადრე სკოლაში პატარა ჯაბა?

_როდის იყო ჯაბას დაბადების დღე?

_როდის დაწვა ჯაბა?

_სად მიდიან ჯაბა და მისი მეგობრები ზეგ?

_როდის მიდიან სტუდენტები ბოტანიკურ ბაღში?

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
16P2

 

დაწერეთ წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք կարդացած տեքստի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.