კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

კვირაში შვიდი დღეა: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი პარასკევი, შაბათი და კვირა. შაბათი და კვირა დასვენების დღეებია. სამუშაო კვირა ორშაბათს იწყება.

დილაა. მერე შუადღეა, შემდეგ _ საღამო და ბოლოს _ ღამე. მზე დილით ამოდის და საღამოს ჩადის. ახლა მზე უკვე გვიან ამოდის და მალე ჩადის. სამი თვის წინ მზე ადრე ამოდიოდა. გარეთ ცივა. ყინვაა. შუადღისას ცოტა თბილა, საღამოს კი უკვე ყინვაა.

დილის შვიდი საათია. მზე ამოდის. ორშაბათია. სამუშაო კვირა იწყება. ნინოს ოჯახში ადრე დგებიან. დედა და მამა სამსახურში მიდიან. ნინოს პატარა და სკოლაში მიდის. სწავლა ცხრა საათზე იწყება. ნინო უნივერსიტეტში მიდის. ის სახლიდან ცხრის ოც წუთზე გადის. უნივერსიტეტი მისი სახლიდან შორსაა.

ნინოს ორშაბათს სამი ლექცია აქვს და სახლში ორის ნახევარზე მოდის. სამშაბათს ოთხი ლექცია აქვს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს სამ–სამი, პარასკევს კი _ ორი. შაბათს და კვირას ნინო ისვენებს.

ამ კვირის ბოლოს ნინო პარასკევ საღამოდან კვირამდე სოფელში მიდის. იქ მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მისი სოფელი თბილისიდან შორს არ არის, ძალიან ახლოსაა. სოფელში უკვე ძალიან ცივა და ბებია და ბაბუაც თბილისში ჩამოვლენ.

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

რამდენი დღეა კვირაში?

ჩამოთვალეთ კვირის დღეების სახელები.

რომელია დასვენების დღეები?

რომელ დღეს იწყება სამუშაო კვირა?

რამდენი ნაწილისგან შედგება დღე? ჩამოთვალეთ.

როდის ამოდის მზე?

როდის ჩადის?

როდის თბილა?

როდის ცივა?

როდის დგებიან ნინოს ოჯახში?

ვინ მიდიან სამსახურში?

ვინ მიდის სკოლაში?

რომელ საათზე იწყება სწავლა?

რომელ დღეს ისვენებს ნინო?

როდის და რამდენი ხნით მიდის ნინო სოფელში?

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
17P1

 

დაწერეთ წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք կարդացած տեքստի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.