კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

წელიწადში ოთხი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის თვეებია: მარტი, აპრილი, მაისი. გაზაფხულზე თბილა, მზე ადრე ამოდის. მარტში თოვლი დნება და გაზაფხულის წვიმა იწყება. გაზაფხულის მოსვლა ყველას ძალიან უხარია.

ზაფხულის თვეებია: ივნისი, ივლისი, აგვისტო. ზაფხულში ძალიან ცხელა. დღე დიდია და ღამე პატარა.ყველაზე მოკლე ღამე ოცდაორი ივნისია. ყველაზე ცხელი თვე ივლისია.

შემოდგომის თვეებია: სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. შემოდგომა გრილია, სექტემბერი და ოქტომბრის პირველი დღეები თბილია, მერე სიცივე იწყება. ნოემბრის ბოლოს უკვე ცივა.

ზამთრის თვეებია: დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. ზამთარში ცივა. თოვლი მოდის. დღე პატარაა და ღამე დიდია. მზე გვიან ამოდის და მალე ჩადის. ყველაზე გრძელი ღამე ოცდაორ დეკემბერსაა.

ახალი წელი პირველ იანვარს იწყება. იანვარი ყველას უყვარს, სახლში ნაძვის ხეს დგამენ.

ახლა ოქტომბერია. შემოდგომის მეორე თვე. გრილა. წვიმს. მალე სიცივე დაიწყება. ჩვენ თბილისში ვართ. ვსწავლობთ უნივერსიტეტში. ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა ოქტომბერში იწყება. ჩვენ ახალქალაქიდან ვართ. ჩვენი მშობლები იქ ცხოვრობენ. ახალქალაქში უკვე ძალიან ცივა. იქ თოვლი წამოვიდა. ჯავახეთში ზამთარი ძალიან ცივია. გასულ ზამთარს დიდი ყინვა იყო. მომავალ თვეში ცოტა ხნით ჩავალთ ახალქალაქში. პარასკევს საღამოს წავალთ და კვირა დილით ჩამოვალთ. ახალ წელს კი დიდი ხნით წავალთ.

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
18P1

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რამდენი დროა წელიწადში? ჩამოთვალეთ.

_რომელია გაზაფხულის თვეები?

_როდის ამოდის მზე გაზაფხულზე?

_რომელია ზაფხულის თვეები? ჩამოთვალეთ.

_რომელ დღესაა ყველაზე მოკლე ღამე?

_რომელია ყველაზე ცხელი თვე?

_რომელია შემოდგომის თვეები? ჩამოთვალეთ.

_რომელია ზამთრის თვეები? ჩამოთვალეთ.

_როდის ამოდის მზე ზამთარში? როდის ჩადის?

_როდისაა ყველაზე გრძელი ღამე?

_როდის იწყება ახალი წელი?

_როდის იწყება სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

_როგორი ზამთარია ჯავახეთში?

 

დაწერეთ წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք կարդացած տեքստի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.

 

წაიკითხეთ წერილი:

Կարդացե՛ք նամակը.

Məktubu oxuyun:

გამარჯობა, დედა! როგორ ხარ? მამა და ჩემი და–ძმა როგორ არიან? მე კარგად ვარ. ახლა ლექციებიდან მოვედი და წერილს გწერთ. ჩემს ჯგუფში 15 ბავშვია. ყველა ქართულ ენას სწავლობს. სამი გოგო ახალციხიდანაა, ორი ბიჭი _ წალკიდან, ხუთი გოგო თბილისელია და ოთხი ბიჭი ნინოწმინდიდანაა. ჯგუფში მარტო მე ვარ ახალქალაქიდან. ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან. აქ უკვე აცივდა. და მალე ზამთარი დაიწყება. ამ დილით ძალიან წვიმდა. წუხელ, საღამოს ათ საათზე ჩემთან ჩვენი მეზობელები ბაგრატი და არმენი მოვიდნენ. ისინიც თბილისში სწავლობენ. ძალიან გამიხარდა მათი ნახვა. ისინი ხვალ მოდიან ახალქალაქში ორი დღით.

მე მომავალ პარასკევს ჩამოვალ და კვირამდე ვიქნები.

კარგად იყავი,

შენი ალიკა.

 

მესამე პირში გადმოეცით ამ წერილის შინაარსი.

Այս նամակի բովանդակությունը փոխանցե՛ք երրորդ դեմքով:

Üçüncü şəxsdə bu məktubun məzmununu ötürün.