კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun

ახლა 2012 წელია, 21–ე საუკუნის მე–12 წელი. საუკუნეში ასი წელია. ყოველი ასი წლის შემდეგ ახალი საუკუნე იწყება. საუკუნის ნახევარი ორმოცდაათი წელია, ოცდახუთი წელი საუკუნის მეოთხედია.

ერთი საუკუნის დასაწყისიდან ბოლომდე ასი წელი გადის. ბევრი ამბავი ხდება ამ დროის განმავლობაში დედამიწაზე.

საუკუნეების განმავლობაში ცხოვრება იცვლება: ბევრი კარგიც ხდება და ბევრიც _ ცუდი. ეს დედამიწის ისტორიაა.

ზოგიერთ ადამიანს უყვარს ისტორია. ისინი კითხულობენ ძველ წიგნებს, დოკუმენტებს, სწავლობენ ძველ ამბებს, ისტორიულ ფაქტებს, თარიღებს. ამ ადამიანებს ისტორიკოსები ეწოდებათ.

ყველა ქვეყანას თავისი ისტორია აქვს. ყველა საუკუნეს თავისი ისტორია აქვს. სკოლებში სწავლობენ თავიანთი ქვეყნის ისტორიას, მსოფლიო ისტორიას, ძველი მსოფლიოს ისტორიას.

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
19P1

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რომელი წელია ახლა?

_რომელი საუკუნეა?

_რამდენი წელია საუკუნეში?

_რამდენი წელია საუკუნის ნახევარი?

_ვინ არიან ისტორიკოსები?

_რას სწავლობენ სკოლებში?

 

წერილობით გადმოეცით წაკითხულის შინაარსი.

Գրավոր փոխանցե՛ք կարդացածի բովանդակությունը:

Oxunulanın məzmununu yazılı şəkildə ötürün.