კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

თბილისიდან მარტყოფამდე 15 კილომეტრია. ის ზღვის დონიდან 770 მეტრზეა. მარტყოფი დიდი სოფელია. აქ ბევრი მოსახლეა. გუგა მარტყოფში ცხოვრობს. ის ახლა თბილისშია, აქ სწავლობს, მისი მშობლები მარტყოფში არიან. მათ მარტყოფში აქვთ დიდი სახლი, სახლის უკან ბაღი აქვთ. სახლის წინ თუთის ხე დგას, ბაღში ბევრი ხეა. აქ არის ვაშლი, მსხალი და ატამი.

გუგას ოჯახს ვენახიც აქვს.სახლიდან მათ ვენახამდე ნახევარი კილომეტრია. ახლა შემოდგომაა და რთველის დროა.

შემოდგომაზე მარტყოფში რთველი აქვთ. რთველი ყურძნის კრეფას ეწოდება. დიდი და პატარა ყურძენს კრეფს. გუგა რთველის დროს ყოველთვის მარტყოფშია. ახლა მას თავის სოფელში მეგობრებიც ჰყავს. ისინიც ეხმარებიან ყურძნის მოკრეფაში. მათ ვენახში ერთი ტონა ყურძენი მოდის. ყურძენს წურავენ და ღვინოს აკეთებენ. ყურძნის ერთ ნაწილს ზამთრამდე ინახავენ და ახალი წლის სუფრაზე დებენ.

რთველის შემდეგ ყველა ისვენებს. ოჯახში სუფრა იშლება. სუფრაზე დევს: პური, მარილი, ყველი. გემრიელი საჭმელებია გაკეთებული: შემწვარი კარტოფილი, მოხარშული ქათამი, შემწვარი ხორცი _ მწვადი, გემრიელი ღვეზელები, ხაჭაპური და კიდევ ბევრი საჭმელი და სასმელი. ყველა გემრიელად მიირთმევს, დიდები სვამენ ღვინოს, პატარები სვამენ ლიმონათს და ხილის წვენს, მინერალურ წყალს.

გუგას და მის მეგობრებს თბილისში მოაქვთ ყურძენი, მსხალი, ვაშლი. მათი ჩანთები მსუბუქი არ არის, ისინი ძალიან მძიმეა.

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
21P2

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რამდენი კილომეტრია თბილისიდან მარტყოფამდე?

_რამდენ მეტრზეა მარტყოფი ზღვის დონიდან?

_სად ცხოვრობს გუგა?

_სად სწავლობს გუგა?

_რა ხეებია გუგას მშობლების ბაღში?

_რა ეწოდება ყურძნის კრეფას?

_ვინ ეხმარება გუგას ყურძნის მოკრეფაში?

 

 დაწერეთ წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք կարդացած տեքստի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.