კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

დილაა. საუზმის დროა. თეა დილის ცხრის თხუთმეტ წუთზე საუზმობს. საუზმეზე ყოველთვის არის ხოლმე პური, ყველი, კარაქი, მურაბა და თაფლი. ზოგჯერ საუზმეზე ის მოხარშულ კვერცხს მიირთმევს. თეას ძალიან უყვარს ტკბილი ჩაი და კარაქიანი პური თაფლით. ის სახლიდან ცხრის ნახევარზე გადის ხოლმე. სწავლა ცხრა საათზე ეწყება.

გუგა უფრო გვიან საუზმობს. გუგა თეას ძმაა. გუგას დილის ძილი უყვარს. ის გვიან იღვიძებს, გვიან დგება. პირს იბანს, იცვამს და საუზმობს. საუზმეზე გუგას ძალიან უყვარს კარტოფილის ღვეზელი და შემწვარი კვერცხი. ბებო რძეს, თაფლს და კარაქს დგამს მაგიდაზე. გუგა რძეს და თაფლიან და კარაქიან პურს მიირთმევს. კარაქს გუგა დანით უსვამს ხოლმე პურზე. გუგა სკოლაში სწავლას ათ საათზე იწყებს. სახლიდან ის ათის ნახევარზე გადის.

თეა სახლში სადილობს ხოლმე. ის სამის ნახევარზე ბრუნდება სკოლიდან.

გუგა ოთხ საათზე ბრუნდება სკოლიდან, სადილობს და ვარჯიშზე მიდის. გუგა ფეხბურთელია. ის ყოველდღე დადის ვარჯიშზე. საღამოს სახლში ბრუნდება და ვახშმობს ოჯახთან ერთად. ვახშამზე ყველა ერთადაა: ბებო, ბაბუა, დედა, მამა, გუგა და თეა. ვახშმის მერე თეა და გუგა ბებოს და დედას ეხმარებიან სუფრის ალაგებაში.

თეა და გუგა ადრე იძინებენ. გუგა იბანს და ათ საათზე იძინებს, თეა კი თერთმეტ საათზე წვება.

 

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
22P2

 

ამოიწერეთ ტექსტიდან უცხო სიტყვები და მოიძიეთ ლექსიკონში.

Տեքստից դո՛ւրս գրեք անծանոթ բառերը և դրանք գտե՛ք բառարանում.

Mətndən yad sözləri yazıb lüğətdə axtarın.

 

დაწერეთ წაკითხული ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք կարդացած տեքստի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რომელ საათზე საუზმობს თეა?

_რა აქვს ხოლმე საუზმეზე თეას?

_როდის ეწყება სწავლა თეას?

_გუგა უფრო გვიან საუზმობს თუ თეა?

_რას აკეთებს დილაობით გუგა?

_რას მიირთმევს საუზმეზე გუგა?

_რის ვარჯიშზე დადის გუგა?

_როდის იძინებენ თეა და გუგა?