კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

ბაზარში

დღეს კვირაა. მარიამი და ბექა ბაზარში არიან. მათ დღეს ბევრი პროდუქტი უნდა იყიდონ ბაზარში, ისინი შუა კვირაში ვერ მოვლენ ბაზარში, დრო არ ექნებათ.

მარიამი ქათამს არჩევს და გამყიდველი სასწორზე წონის ქათამს, სასწორი ზუსტია, ქათამი კილო და ორასი გრამია. ნიკა ფულს იხდის და გამყიდველი ხურდას აბრუნებს.

მარიამი ახლა კვერცხს და ყველს ყიდულობს. გამყიდველი ყველს წონის. მარიამი კვერცხებს ჩანთაში აწყობს, ყველს იღებს, ფულს იხდის და მერე ბოსტნეულს ყიდულობს, ნიკა ფქვილს და ხილს არჩევს. ნიკამ იცის, სად იყიდოს გემრიელი სიმინდის ფქვილი. ამ გამყიდველს ყოვლთვის გემრიელი სიმინდის ფქვილი აქვს და ძვირიც არ ღირს, იაფია.

ეს ხილის გამყიდველია. ის ძალიან გემრიელ ხილს ყიდის, ეს ვაშლი და მსხალი მისი ბაღისაა. ნიკას მისგან ხილი ჯერ არ უყიდია, მან იცის ხილის ცნობა და ყოველთვის კარგ, გემრიელ ხილს არჩევს.

ეს ვაშლი და მსხალი ნიკას ძალიან მოეწონა და რამდენიმე კილო იყიდა.

მარიამსა და ნიკას დრო ცოტა აქვთ, სახლში მალე ბრუნდებიან.

მომავალ კვირას ისევ მოვლენ და ხორცს, თევზს და ხილს იყიდიან.

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
24P2

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_ტექსტის მიხედვით, რა დღეა დღეს?

_სად არიან მარიამი და ბექა?

_რა უნდა იყიდონ ბაზარში მარიამმა და ბექამ?

_რამდენს იწონის ქათამი?

_რას ყიდულობს მარიამი?

_რას არჩევს ნიკა?

_როდის ბრუნდებიან სახლში მარიამი და ნიკა?

_რა უნდა იყიდონ ბავშვებმა მომავალ კვირას?

 

თქვენი სიტყვებით აღწერეთ ბაზარი.

Ձեր բառերով նկարագրե՛ք շուկան:

Öz sözlərinizlə bazarı təsvir edin.