კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

_თეა, სად იყავი ამ ზაფხულს, ზღვაზე თუ მთაში?

_ზღვაზე ვიყავი, წელს ზღვა ძალიან კარგი იყო, ძალიან ლერჯი.

_შენ სად იყავი?

_მე მთაში, რაჭაში.

_რაჭა სად არის?

_რაჭა საქართველოს ერთ–ერთი კუთხეა, სოფლები მაღალ მთებზეა. ჩვენ იქ სოფელი გვაქვს. მე ძალიან მიყვარს რაჭა. ივლისში მივდივართ და აგვისტოს ბოლოს ჩამოვდივარ ხოლმე.

_ზამთარში არ მიდიხართ?

_კი, ზამთარში დიდი თოვლი დევს რაჭაში და ძალიან ლამაზია. მთები, სოფლები, სახლები თეთრია, ცაც თეთრია. ზაფხულში კი მთები მწვანეა, მინდვრები ფერადია, იქ ფერად–ფერადი ყვავილები იზრდება, ცა ძალიან ლურჯია და მზე _ ოქროსფერი.

_ ძალიან მინდა რაჭის ნახვა.

_მე ზღვაზე არ ვყოფილვარ, როგორია ის?

_ზღვა ლურჯია, ზოგჯერ მწვანეც, წვიმის დროს ღელავს და რუხი ან ყავისფერი ხდება. ამ დროს ზღვაში შესვლა არ შეიძლება. ნაპირზე სილაა ან ქვები. თუ ნაპირზე სილაა, მას სილიან ნაპირს უწოდებენ, თუ ნაპირზე ქვებია, მას ქვიანი ნაპირი ჰქვია. პატარა ქვებს კენჭებს ეძახიან. ზღვის ნაპირზე ზოგი კენჭი ფერადია: მწვანე, იისფერი, ცისფერი.

_მე მომავალ წელს აუცილებლად წავალ ზღვაზე.

_მე რაჭაში წავალ.

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
25P3

 

ამოიწერეთ ტექსტიდან უცხო სიტყვები და მოიძიეთ ლექსიკონში.

Տեքստից դուրս գրե՛ք օտար բառերը և դրանք գտե՛ք բառարանում.

Mətndən yad sözləri yazıb lüğətdə axtarın.

 

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_სად დაისვენა თეამ ზაფხულში?

_მოეწონა თეას ზღვა?

_სად არის რაჭა?

_რაჭა მაღალ ადგილზეა თუ დაბალზე?

_ნამყოფია თეა რაჭაში?

_როგორია ზამთარში რაჭა?

_როდის არ შეიძლება ზღვაში შესვლა?

 

დაწერეთ მცირე ზომის თხზულება: ზღვაზე.

Գրե՛ք փոքր չափսի շարադրություն: ზღვაზე.

Qısa inşa yazın: ზღვაზე.

 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

წელიწადის დროები

წელიწადის ყველა დროს თავისი ფერები აქვს. ზამთარში თოვლი მოდის და ყველაფერი თეთრია. ცაც თეთრია ან რუხი. ცუდ ამინდში კი ქალაქიც რუხი ჩანს. მარტო ნაძვებია მწვანე. თოვლის დროს მწვანე ნაძვები თეთრი თოვლით იფარება.

გაზაფხულზე ბალახი ამოდის. ბალახი მწვანეა. ფოთლებიც მწვანეა. ცა ცისფერია. ამოდის ფერადი ყვავილები: წითელი, ვარდისფერი, იისფერი. გაზაფხულის პირველი ყვავილია ენძელა. ენძელა თეთრია, მერე ია და ყოჩივარდა ამოდის. ია ლურჯია. აპრილში იასამანი იზრდება. იასამანი იისფერია. მაისში კი ვარდი იშლება. ვარდი არის წითელი, ყვითელი, თეთრი, შავი და ვარდისფერი.

ზაფხულში ყველაფერი ფერადია. ცა ძალიან ლურჯია. მინდორზე ყვავილები იშლება: ყაყაჩო, გვირილა, კესანე. ყაყაჩო წითელია და შავი გული აქვს. გვირილა თეთრია და ყვითელი გული აქვს. კესანე პატარა ცისფერი ყვავილია.

წვიმის დროს ცა რუხი ღრუბლებით იფარება. წვიმის შემდეგ კი ცაზე ცისარტყელა ჩნდება. ცისარტყელას შვიდი ფერი აქვს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. ცისარტყელა ძალიან ლამაზია და ცაზე ცოტა ხანს ჩანს, მერე ქრება.

შემოდგომით ფოთლები ყვითელი ხდება, ყვითლდება.ზოგი ფოთოლი წითელი ხდება, წითლდება. ყვითელი, მწვანე და წითელი ფერის ფოთლები მიწაზე ყრია. ნაძვი არ იცვლის ფერს. ის მწვანე რჩება.

შემოდგომაზე, წვიმის დროს, ქალაქში ყველაფერი რუხი ფერი ჩანს. ცა ნაცრისფერია. ნაცრისფერი და რუხი ერთი ფერის ორი ტონია: ნაცრისფერი ღიაა, რუხი კი უფრო მუქია.

 

მონიშნეთ, წინადადება სწორია თუ არასწორი:

Նշե՛ք` ճի՞շտ է, թե՞ սխալ.

Qeyd edin, düzdür və ya yox:

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რა ფერია ზამთარში ყველაფერი?

_რომელ თვეში იშლება ვარდი?

_რომელი ყვავილია იასამნისფერი?

_წელიწადის რომელ დროს არის ყველაფერი ფერადი?

_წელიწადის რომელ დროს ჩნდება ცისარტყელა?

_რომელი ხე არ იცვლის ფერს?

 

დაწერეთ წელიწადის თითოეული დროის დახასიათება.

Գրե՛ք տարվա յուրաքանչյուր եղանակի անվանումը:

İlin hər bir fəslini təsvir edin.