კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

ეს მარიამის და ნინოს სურათია.

მარიამი ძალიან ლამაზი ქალია. მას აქვს გრძელი წაბლისფერი თმა. მისი თმა ხვეულია. მაღალი შუბლი. დიდი შავი თვალები გრძელი წამწამებით. მაღალი ყელი.

მარიამი მაღალია. მას მოხდენილი ტან–ფეხი აქვს.

მარიამი შავგვრემანია.

ამ სურათზე მარიამის გვერდით ნინო დგას. ნინოც ლამაზი ქალია. მას სწორი ქერა თმა აქვს.

ნინოს ძალიან ლურჯი თვალები აქვს, მაღალი შუბლი და დიდი წარბები.

ნინო შავგვრემანი არ არის, ის თეთრია.

ნინო მარიამზე მაღალი არ არის, მარიამი ნინოზე დაბალი არ არის. ისინი ტოლები არიან.

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
26P2

 

თქვენი სიტყვებით აღწერეთ მარიამის და ნინოს სურათი.

Ձեր բառերով նկարագրե՛ք Մարիամի և Նինոյի նկարը:

Öz sözlərinizlə Məryəm və Ninonun şəklini təsvir edin.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რამდენი ადამიანია სურათზე?

_მარიამს სწორი თმა აქვს?

_რა ფერის თვალები აქვს მარიამს?

_როგორია ნინოს თმა?

_რომელია თეთრი ქალი, ნინო თუ მარიამი?

 

წაიკითხეთ დიალოგები:

Կարդացե՛ք երկխոսությունները.

Dialoqları oxuyun:

_ამარჯობა, ანა, როდის მოხვედი?

_ხუთი წუთია, მოვედი.

_ისწავლე გაკვეთილი?

_კი ვისწავლე? _შენ?

_მე ვერ ვისწავლე, გუშინ სახლში სტუმრები მყავდა. გვიან წავიდნენ და დრო აღარ მქონდა.

_ადამიანის აგებულება გვქონდა.

_ვიცი. დღეს აღარ გვეყოლება სტუმრები და ვისწავლი.

_მასწავლებელს არ ეტყვი?

_კი, სად არის?

_აი, იქ, კართან დგას ზურგით და ეზოს უყურებს.

_ვერ ვიცანი, წავალ და ვეტყვი, მერე დრო არ ექნება.

_ნინო, დეას ხედავ?

_სად არის?

_შენს მარჯნივ დგას.

_ზურგით? ფანჯარასთან?

_კი, აი, მობრუნდა.

_დავინახე.

_დღეს დეა მეყოლება სტუმრად.

_დაპატიჟე?

_მე არა, მისი დედა დედაჩემის მეგობარია და დედამ დაჰპატიჟა მისი დედა. დეა დედას მოსდევს. მე დეას კარგად არ ვიცნობ.

_დღეს საღამოს გაიცნობ.

_კი. ახლოს გავიცნობ.

–დეა, კლასში შენთან ვინ ზის?

_ჩემს მარცხნივ ლუკა ზის და მარჯვნივ, კართან, ანა ზის.

_გუშინ სტადიონზე ანას პატარა ძმა თამაშობდა?

_არა, ის ჩემი ძმა იყო, ანას ძმა არ ჰყავს.

_მე ანას ძმა მეგონა.

_მე მალე კიდევ ერთი ძმა მეყოლება.

_ძალიან მიხარია, გილოცავ!

_გმადლობ.

დაასრულეთ წინადადებები:

Ավարտե՛ք նախադասությունները.

Cümlələri bitirin:

_გამარჯობა, ანა, როდის . . . . . . . . . . . . . . . . .

_ხუთი წუთია, . . . . . . . . . . . . . . . . .

_ისწავლე . . . . . . . . . . . . . . . . .

_კი ვისწავლე. შენ?

_მე ვერ ვისწავლე, გუშინ სახლში სტუმრები მყავდა. გვიან წავიდნენ და დრო აღარ . . . . . . . . . . . . . . . . .

_ დღეს აღარ გვეყოლება სტუმრები და . . . . . . . . . . . . . . . . .

_წავალ და ვეტყვი, მერე დრო არ . . . . . . . . . . . . . . . . .

_ნინო, დეას . . . . . . . . . . . . . . . . .

_სად არის?

_დღეს დეა მეყოლება . . . . . . . . . . . . . . . . .

_მე დეას კარგად არ . . . . . . . . . . . . . . . . .

–დეა, კლასში შენთან ვინ . . . . . . . . . . . . . . . . .?

_ჩემს მარცხნივ ლუკა ზის და მარჯვნივ, კართან, ანა . . . . . . . . . . . . . . . . .

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
26P4