კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

პოლიკლინიკაში

 

ადამიანებს ხანდახან ექმნებათ პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამ დროს ბევრი რამე ექიმების გულისხმიერებაზეა დამოკიდებული.

ახლა მოგიყვებით, როგორ გადარჩა ახალგაზრდა ბიჭი ექიმების გულისხმიერებით.

ერთ დღეს პოლიკლინიკის შენობაში ორი ახალგაზრდა შევიდა. ისინი რეგისტრატურაში მივიდნენ და თერაპევტთან შესვლა ითხოვეს.

თერაპევტს ბევრი პაციენტი ელოდებოდა და ისინი რიგში ჩადგნენ. ერთი საათი ელოდებოდნენ ექიმთან შესვლას. ბიჭები იცინოდნენ, ხუმრობდნენ.

უცებ ერთი ბიჭი ცუდად გახდა. მუცელში ძლიერი ტკივილი იგრძნო, ჯერ წელში მოიხარა და მერე ძირს დაეცა. ის სასწრაფოდ შეიყვანეს ექიმთან.

ექიმმა გასინჯა, ბიჭს მუცლის არეში ჰქონდა ძლიერი ტკივილი. სიცხეც მაღალი ჰქონდა. ცოტა ხანში ტკივილმა გაუარა. შემოვიდა ლაბორანტი და სისხლი აუღო. სასწრაფოდ გაკეთდა სისხლის ანალიზი. ექიმი ასეც ფიქრობდა: ბიჭს ბრმანაწლავის მწვავე შეტევა ჰქონდა. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა, პერიტონიტი ვითარდებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანას გამოუძახეს და ავადმყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში ის ქირურგმა გასინჯა და ავადმყოფი პირდაპირ საოპერაციოში გაიყვანეს. ექიმი მოემზადა, მას თეთრი ხელთათმანები გაუკეთეს და ოპერაციაზე შევიდა.

ოპერაცია სწრაფად გაუკეთეს.

პაციენტის მშობლებმა გვიან გაიგეს ეს ამბავი, ოპერაცია მთავრდებოდა.

ოპერაციის შემდეგ ექიმს ბიჭის მეგობრები და მისი მშობლები ელოდებოდნენ გარეთ. ექიმი გავიდა მათთან და უთხრა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დროზე მოასწრეს, პერიტონიტი იწყებოდა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლებოდა. ახლა ბიჭი უკეთ იყო და რეანიმაციაში იწვა. მეორე დილით პალატაში გადაიყვანდნენ.

ბიჭის მშობლები დამშვიდდნენ და ექიმს ჰკითხეს, თუ შეიძლებოდა მისი ორ–სამ დღეში გამოწერა. ექიმი ფიქრობდა, რომ კვირის ბოლომდე დარჩებოდა პაციენტი საავადმყოფოში.

ასე გადაარჩინეს ახალგაზრდა ბიჭი ექიმებმა.

 

 

დაწერეთ მოთხრობის მოკლე შინაარსი მესამე პირში.

Գրե՛ք կարդացած պատմվածքի համառոտ բովանդակությունը երրորդ դեմքով:

Oxunulan hekayənin qısa məzmununu üçüncü şəxsdə yazın.

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

ლარისა და 50 თეთრის სასწაული

ნანა 8 წლის ლამაზი გოგონა იყო. მისი ძმა, ზაზა, ავად იყო და საავადმყოფოში იწვა, როდესაც ნანამ ყური მოკრა მშობლების საუბარს. ისინი ამბობდნენ, რომ მხოლოდ ძალიან ძვირადღირებულ მკურნალობას შეიძლება გადაერჩინა ზაზას სიცოცხლე, მათ კი პრაქტიკულად ფული აღარც ჰქონდათ.

მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენსჩაესმა მშობლების უკანასკნელი სიტყვები გოგონას.

სახლში დაბრუნებული გოგონა საძინებელ ოთახში შევიდა, საწოლის ქვეშ დამალული ყულაბა ამოიღო, ხურდა დათვალა და სახლთან ახლოს აფთიაქისაკენ წავიდა.
მოთმინებით ელოდა აფთიაქარს, რომელიც ერთ მაღალ, ინტელიგენტური გარეგნობის მამაკაცს ესაუბრებოდა. ჩანდა, რომ ისინი საუბრის დასრულებას დიდხანს არ აპირებდნენ, გოგონას კი ძალიან ეჩქარებოდა.

მოულოდნელად მოთმინებადაკარგულმა გოგონამ ამოიღო მთელი თავისი ფული ყულაბიდან და წინ დაუყარა აფთიაქარს.

რას შვრები! გაბრაზდა აფთიაქარი პატარა გოგონას არაკორექტული საქციელის გამო. ძმას ვესაუბრები, რომელიც წლებია არ მინახავს და ახლახან ჩამოვიდა უცხოეთიდან. არ შეგიძლია, რამდენიმე წუთი გვაცადო!? რა გინდა?

ძმას ესაუბრებით? მე კი ჩემი ძმის შესახებ მინდა გესაუბროთ!გაბრაზებული ხმით უთხრა აფთიაქარს გოგონამ. ის ძალიან ავადაა და მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს... სასწაული მინდა ვიყიდო!

ბოდიშს გიხდი!უხერხულად გაეღიმა აფთიაქარს.

მისი სახელია ზაზა. რაღაც ცუდი ავადმყოფობა აქვს. დედა ამბობს, რომ მხოლოდ სასწაული უშველის... მაინტერესებს, რამდენი ღირს ეს სასწაული!? განაგრძო გოგონამ...
ჩვენ აქ სასწაულებს არ ვყიდით.უთხრა აფთიაქარმა გოგონას.

მაპატიეთ, მე ფული მაქვს და შემიძლია გადავიხადო!არ იშლიდა თავისას გოგონა.

აფთიაქარის ძმა კარგად ჩაცმული, ინტელიგენტური გარეგნობის კაცი იყო. იგი დაიხარა გოგონას სიმაღლემდე და ღიმილით ჰკითხა:

აბა, კარგად მომიყევი, რა სახის სასწაული სჭირდება შენს ძმას...

ზუსტად არ ვიცი, ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ დედა და მამა ამბობენ, რომ ოპერაცია სჭირდება და მხოლოდ სასწაული გადაარჩენს,ცრემლიანი თვალებით შესჩივლა მას გოგონამ.

რამდენის გადახდა შეგიძლია? – ღიმილით შეეკითხა აფთიაქარის ძმა გოგონას.

– 1 ლარის და 50 თეთრის.უთხრა გოგონამ და თან უხერხულად შეიშმუშნა. თუმცა, შემიძლია მეტიც ვიშოვო, თუ საჭიროა...

არა, ჩემო გოგონა, ლარი და 50 თეთრი ზუსტი საფასურია იმ სასწაულისა, რომელიც შენს ძმას სჭირდება.თქვა გოგონას შეუპოვრობით აღფრთოვანებულმა და ცრემლმორეულმა კაცმა და გოგონას მოცემული 1 ლარსა და 50 თეთრს მაგრად მოუჭირა ხელი. მოდი, წავიდეთ და ვნახოთ, თუ რა სასწაული სჭირდება შენს ძმას...

კარგად ჩაცმული კაცი ექიმი მიხეილ თურმანიძე იყო, გამოცდილი ქირურგი. ზაზას ოპერაცია სრულიად უფასოდ ჩაუტარდა და გამოჯანმრთელებამდე უფასოდ მკურნალოდნენ. ზაზა სახლში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა, თუმცა უსაზღვროდ ბედნიერ მშობლებს ერთი კითხვა აწუხებდათ:

ნეტავ ეს ყველაფერი რამდენი ეღირება? – უთხრა დამწუხრებულმა მამამ დედას.
ნანას, რომელიც ამ დროს მათ გვერდით იდგა, გაეღიმა... მან
ზუსტად იცოდა, რამდენი ღირდა ეს სასწაული:

1 ლარი და 50 თეთრი და ამას დამატებული ერთი პატარა გოგონას რწმენა...

 

 

  • დაყავით ტექსტი 3–4 ეპიზოდად და გადმოეცით თითოეულის მოკლე შინაარსი (დაწერეთ).
  • Տեքստը բաժանե՛ք 3-4 դրվագի և փոխանցե՛ք յուրաքանչյուրի համառոտ բովանդակությունը (գրե՛ք):
  • Mətni 3-4 epizodlara bölün və hər birinin qısa məzmununu ötürün (yazın).

 

 

  • გადმოეცით ტექსტის შინაარსი სრულად (დაწერეთ).
  • Փոխանցե՛ք տեքստի բովանդակությունը լրիվ (գրե՛ք):
  • Mətnin məzmununu tam ötürün (yazın).

 

  • შეაფასეთ ნანას საქციელი (დაწერეთ).
  • Գնահատե՛ք Նանայի վարմունքը (գրե՛ք):
  • Nananın əməlini qiymətləndirin (yazın).