კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

გარეული ცხოველები და ფრინველები

ლომი, ვეფხვი, დათვი, მელა, მგელი, ციყვი, გარეული ცხოველები არიან. ლომი, ვეფხვი, დათვი, მელა, მგელი მტაცებელი ცხოველები არიან. ციყვი არ არის მტაცებელი ცხოველი. ის ხეზე, ფუღუროში ცხოვრობს. ფუღუროში აგროვებს კაკალს, თხილს, გირჩებს. ციყვს დიდი თვალები და გრძელი კუდი აქვს.

ლომი ძლიერი ცხოველია. მას ცხოველების მეფეს ეძახიან.

ვეფხვიც ძლიერია. ვეფხვი მარტო ცხოვრობს. დათვიც მარტო ცხოვრობს. დათვს ძალიან უყვარს თაფლი, მაყვალი. ზამთარში დათვს თბილად სძინავს. ის გაზაფხულზე იღვიძებს. მელა წიწილებს იპარავს. ის მოხერხებული და ცბიერია. მგელი ძაღლს ჰგავს. მგელი მარტო არ ცხოვრობს. მგლების ხროვა ერთად დადის სანადიროდ. ისინი ღამით დადიან.

ზამთარში ტყეში არ არის საკვები. ისინი ხშირად სოფელში ჩამოდიან. მგელი ძალიან საშიში ცხოველია.

არწივი, ქორი, ძერა, ხოხობი, ბულბული გარეული ფრინველები არიან. არწივი, ქორი და ძერა მტაცებელი ფრინველები არიან. ხოხობი და ბულბული არ არიან მტაცებლები.

არწივს ფრინველთა მეფეს ეძახიან. ის დიდია და ძლიერი. არწივი იტაცებს კურდღელს, მელიას, სხვა ფრინველებსა და ცხოველებს.

ქორი და ძერა უფრო პატარები არიან, ისინიც მტაცებლები არიან. სოფელში ძალიან ეშინიათ ქორისა და ძერასი. ისინი შინაურ ფრინველებს იტაცებენ.

ხოხობი ქათამს ჰგავს. ის პატარაა. ხოხობზე ნადირობენ. ბულბულიც პატარაა. ის ძალიან კარგად გალობს.

 

  • მოძებნეთ ტექსტში ახალი სიტყვები და ამოიწერეთ. შემდეგ მოიძიეთ ლექსიკონში და დაისწავლეთ მათი მნიშვნელობა.
  • Տեքստում գտե՛ք նոր բառերը և դո՛ւրսգ րեք: Այնուհետև դրանք գտե՛ք բառարանում և սովորե՛ք դրանցնշանակությունը:
  • Mətndə yeni sözləri axtarıb yazın. Sonra lüğətdə onları axtarıb onların mənalarını öyrənin.

 


უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რომელ ცხოველს უწოდებენ „ცხოველთა მეფეს“?

_რომელი გარეული ცხოველი ცხოვრობს მარტო?

_რით იკვებება დათვი?

_რომელი ცხოველი ატარებს ზამთარს ძილში?

_რომელია ყველაზე მოხერხებული ცხოველი?

_რომელი ფრინველები იტაცებენ შინაურ ცხოველებს?

_რომელ ფრინველს უწოდებენ „ფრინველთა მეფეს“?

_რომელი ფრინველი გალობს ძალიან ლამაზად?

 

ახალი სიტყვების გამოყენებით დაწერეთ მცირე ზომის მოთხრობა.

Օգտվելով նոր բառերից` գրե՛ք փոքր չափսի պատմվածք:

Yeni sözlərdən istifadə edərək qısa hekayə yazın.

 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

თამთა

თამთა თბილისში ცხოვრობს. ამ ზაფხულს ის სოფელში დარჩა სამი თვით. თამთას სოფელი თბილისიდან ძალიან შორსაა, ასი კილომერტია თბილისიდან იქამდე. თამთას სოფელი მაღალ მთაზეა და იქ ძალიან ცივა.

თამთა ათი წლისაა. სოფელში მას ბებია და ბაბუა ჰყავს. სოფელში ის ადრე დგებოდა, ხელ–პირს იბანდა და ბებიას და ბაბუას ეხმარებოდა სახლის საქმეებში.

დილა მამლის ყივილით იწყებოდა. მამლის ხმაზე ბებო უკვე ფეხზე იყო. ბაბუაც დგებოდა. მერე თამთა იღვიძებდა. მზე უკვე ამოსული იყო.

ბებია საუზმეს ამზადებდა და თამთა, ბებია და ბაბუა საუზმობდნენ. საუზმეზე მათ ყოველთვის ჰქონდათ რძე, კარაქი და ყველი.

საუზმის მერე თამთა ფრინველებს საკენკს უყრიდა. მის ხმაზე გამორბოდნენ, ქათმები, წიწილები, ინდაურებს და ინდაურის ჭუკებს ბებო აპურებდა. თამთას ინდაურების ეშინოდა და ჭუკებს კი ვერ აჭმევდა საჭმელს. ჭუკები საჭმელს თვითონ ვერ ჭამენ, ბებია დაიჭერდა მათ და ხელით აჭმევდა საჭმელს. ხელით უდებდა მარცვლებს პირში. თბილისში თამთა ბეღურებსა და მტრედებს უყრიდა პურის ნამცეცებს. ფრინველები ნისკარტით კენკავენ საკვებს.

მერე თამთა ქათმის კვერცხებს იღებდა. მისი ორი დედალი კვერცხებს დებს და თამთას ეს კვერცხები ბებიასთან მიჰქონდა.

ბებოს ბატები და იხვები ჰყავს. ბებო გაუშვებდა ხოლმე მათ დილით. ზოგჯერ თამთახ მიჰყვებოდა მებატე გოგოს და ეხმარებოდა. ისინი საღამოთი ბრუნდებოდნენ ხოლმე სახლში. თამთას სულ თან დასდევს ძაღლი ბასარა. ის თამთას დიდი მეგობარია და მას დაჰყვება.

ბასარა დიდი ძაღლია. ის სახლს იცავს. ღამით ხშირად ყეფს. ერთ ღამეს ბასარა დიდხანს ყეფდა. მან მელია შეაშინა, მისი სუნი იგრძნო. მელიას წიწილების მოპარვა უნდოდა, ბასარამ კი ის შეაშინა.

დილით ბებო ძროხებსაც უშვებს საბალახოდ, ძროხები საღამოს ბრუნდებიან და სახლის კართან ზმუიან. ბაბუა გადის და შემოჰყავს ისინი.ერთ ძროხას პატარა ხბო ჰყავს. ხბო ძალიან საყვარელია. მას აქვს დიდი თაფლისფერი თვალები.

ბაბუას ცხენი ჰყავს, მის ცხენს ლურჯა ჰქვია. ბაბუა ცხენით მიდის მთაში. თამთას ძალიან უნდა მთაში წასვლა, ბაბუას ის არ მიჰყავს. თამთა ჯერ პატარაა და ბაბუას ეშინია.

მათ ეზოში ერთი თეთრი კატა ჰყავთ. ამ კატას კნუტები ჰყავდა. კნუტები ძალიან საყვარლები იყვნენ. დედა კატა მათ ეფერებოდა. თამთაც ეფერებოდა და ძალღი ბასარაც. მერე კნუტები წაიყვანეს და ეზოში მარტო ერთი კნუტი დარჩა. ბასარა და ეს კნუტი დამეგობრდნენ. ბასარა კნუტს პირით დაათრევდა. კნუტი არ კნაოდა.

დედა კატა თაგვებს იჭერდა. ერთხელ დიდი თაგვი დაიჭირა და კუდით გამოათრია. თამთას შეეშინდა და კივილი დაიწყო. კატამ მაშინვე ეზოდან გაიყვანა თაგვი.

მათი სახლის გვერდით ერთი ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახში ორი ბავშვი ჰყავთ, ნუცა და ნანა. ნუცა დიდია, ნანა კი ნუცას ტოლია. თამთა, ნანა და ნუცა ერთად თამაშონენ ხოლმე.

ნუცას და ნანას ღორები ჰყავთ. ერთ ღორს გოჭები ჰყავს. ხშირად ეს გოჭები თამთას ეზოში შემოდიან და თამთა ძალიან ბრაზობს. ნანას და ნუცას ეძახის და ერთად ყრიან მათ ეზოდან. გოჭებს ეს არ მოსწონდათ და ღრუტუნებდნენ.

ნუცას და ნანას ცხვრებიც ჰყავთ და ორი თხა. ახლა ისინი მეცხვარეებთან ერთად შორს არიან და შემოდგომით ჩამორეკავენ მეცხვარეები. თხის კიკინსა და ცხვრების ბღავილს ისინი შემოდგომით გაიგებენ.

თამთა სოფელში სწავლობს შინაური ცხოველების მოვლას.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_სად იყო თამთა ზაფხულში?

_ვისთან გაატარა თამთამ ზაფხული?

_რომელი ფრინველი იღვიძებს პირველი?

_რა ჰქვიათ ინდაურის შვილებს?

_რა ჰქვიათ ქათმის შვილებს?

_ვინ არის ბასარა?

_სად მიდიან ძროხები დილას?

_ვის ჰყავთ ღორები და გოჭები?

 

დაწერეთ წაკითხული მოთხრობის მოკლე შინაარსი მესამე პირში.

Գրե՛ք կարդացած պատմվածքի համառոտ բովանդակությունը երրորդ դեմքով:

Oxunulan hekayənin qısa məzmununu üçüncü şəxsdə yazın.