კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

ბერიძეების ოჯახს სოფელში დიდი მეურნეობა აქვს. ისინი ოჯახში რვანი არიან. დედა, მამა, ორი ბიჭი, მათი ცოლები და მათი ორი შვილი. ერთი _ ერთი ძმის და მეორე _ მეორე ძმის. ერთ ძმას გიორგი ჰქვია. ის მწყემსია და საქონელს მწყემსავს. მისი ძმა, მერაბი, მიწაზე მუშაობს. ის მიწას თოხნის, ბარავს. ყანაში თესავს სიმინდს, ხორბალს. მათ დიდი ნათესები აქვთ. მეურნეობის მოვლა ძალიან ძნელია. მერაბი ძლიერი კაცია. ის და მამამისი კარგად უვლიან ყანას და ვენახს.

ვენახში ვაზის რიგებია. მათ რქაწითელის ჯიშის ყურძენი აქვთ. ყურძნით ღვინოს აყენებენ. ამ სოფელში ნაყოფიერი მიწებია და კარგი მოსავალი მოდის. ყანაში მხოლოდ კაცები მუშაობენ. ყანაში ხორბალს და სიმინდს თესავენ. ისინი დილით გადიან სახლიდან და საღამოთი ბრუნდებიან. შუადღისას სადილი ქალებს მიაქვთ ყანაში. მიწაზე სამუშაო იარაღებია: ბარი, თოხი, ფიწალი, ფოცხი. ცელი.

ბერიძეებს სახლთან ბოსტანი აქვთ. ამ ბოსტანს გიორგის და მერაბის ცოლები უვლიან. ბოსტანში თესენ მწვანილს: ქინძს, ოხრახუშს, კამას, ნიახურს.მწვანილი ძალიან სასარგებლოა. მოჰყავთ ბოსტნეული: სტაფილო ბადრიჯანი, ბოლოკი, კიტრი, პამიდორი. ბოსტანშიც ბევრი სამუშაოა.

გიორგის და მერაბის დედა სახლს უვლის. სახლის საქმეებს აკეთებს: ალაგებს, სადილს ამზადებს. რეცხავს. ბოსტნიდან დაბრუნებული ქალები მას ეხმარებიან სახლის საქმეებში. ისინი სადილს საკუთარი ბოსტნეულითა და მწვანილით ამზადებენ.

ბერიძეებს ხილის ბაღებიც აქვთ. ისინი ერთად კრეფენ მწიფე ვაშლს, მსხალს, ატამს. სახლის წინ ლეღვის, ქლიავის და კომშის ხეები დგას. ბავშვებს ძალიან უყვართ მარწყვი, ბალი, ალუჩა და მაყვალი. როცა ცხელას, ცივ საზამთროს და ნესვს მიირთმევენ. გვიან შემოდგომაზე კარალიოკი და ხურმა შემოდის. ფორთოხალს და მანდარინს ბერიძეები ყიდულობენ. მათ სოფელში არ ხარობს. არც კივი ხარობს. ხილში ბევრი ვიტამინია.

ზოგჯერ სეტყვა მოდის და მოსავალს აფუჭებს, თუ სეტყვამ არ გააფუჭა, ბერიძეებს კარგი მოსავალი ექნებათ.

  • მოძებნეთ ტექსტში ახალი სიტყვები და ამოიწერეთ. შემდეგ მოიძიეთ ლექსიკონში და დაისწავლეთ მათი მნიშვნელობა. 
  • Տեքստում գտե՛ք նոր բառերը և դո՛ւրս գրեք: Այնուհետև դրանք գտե՛ք բառարանում և սովորե՛ք դրանցնշանակությունը: 
  • Mətndə yeni sözləri axtarıb yazın. Sonra lüğətdə onları axtarıb onların mənalarını öyrənin.

  • ააგეთ წინადადებები ახალი სიტყვების გამოყენებით. 
  • Օգտագործելով նոր բառերը` կազմե՛ք նախադասություններ: 
  • Yeni sözlərdən istifadə edərək cümlələr qurun.

 
უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

-სად ცხოვრობს ბერიძეების ოჯახი?

_რამდენი წევრია ბერიძეების ოჯახში?

_რა პროფესია აქვს გიორგის?

_რამდენი შვილის ჰყავს მერაბს?

_რამდენი ადამიანი უვლის ყანას?

_ვინ აკეთებს საოჯახო საქმეებს?

_რით ამზადებენ ბერიძეები საჭმელს?

_რაშია ბევრი ვიტამინი?

_რომელი ხილის ხეები არა აქვთ ბერიძეებს?

დაწერეთ წაკითხული ტექსტის შინაარსი.

Գրե՛ք կարդացածի համառոտ բովանդակությունը.

Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.