კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

* * *

ნინო სოკოს საკრეფად ტყეში წავიდა. სანამ ტყეში მივიდა, დიდი მინდორი გაიარა. მინდორი სწორ ადგილასაა. მინდვრის მერე დაბალი ბუჩქები იწყება. ბუჩქები სწორ ადგილას იზრდება. ზოგი ბუჩქი ნაყოფს ისხამს. სწორ ადგილს ვაკესაც ეძახიან.

ტყე მაღლობზე მდებარეობს და ძალიან ლამაზია. წინა ღამეს წვიმდა, ირგვლივ უამრავი სოკო იყო. ამინდიც კარგი იყო, აღარ წვიმდა, მზე ანათებდა.

მალე ნინომ კალათა სოკოთი აავსო. გოგონამ უამრავი სოკო მოკრიფა. ნინო გაერთო სოკოს კრეფით და ტყის სიღრმეში შევიდა. მან გზა დაკარგა.

მზე ღრუბელს მიეფარა და ისევ გამოჩნდა. ნინომ ირგვლივ მიმოიხედა და იქვე წყარო დაინახა. წყალი ძალიან გემრიელი და ცივი იყო.

ახლა საკმაოდ შორს იყო სოფლიდან. არ იცოდა, რა გზით დაბრუნებულიყო სახლში. ცოტა ხანს იფიქრა და მერე კალათა მიწაზე დადო. ხეზე ავიდა და იქიდან დაათვალიერა იქაურობა. მიდვრის ბოლოს მინდორიც დაინახა და თავისი სოფელიც. ახლა იცოდა, რა გზით დაბრუნდებოდა სახლში. ჩამოვიდა ხიდან, აიღო კალათა და სახლისკენ წავიდა.

მზე ისევ ცაზე იყო, ნინო კი _სახლში.

 

  • თანამიმდევრობით ჩამოწერეთ, რა რის მერე მოხდა.
  • Հաջորդականությամբգրե՛ք` ինչնինչիցհետոտեղիունեցավ:
  • Nəyin nədən sonra baş verdiyini ardıcıllıqla yazın.

 

ნიმუში: 1. ნინო სოკოს საკრეფად ტყეში წავიდა.

2. ამინდი კარგი იყო, აღარ წვიმდა.

 

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_სად იზრდება სოკო?

_როგორი ამინდი იყო იმ დღეს, როცა ლია სოკოს კრეფდა?

_რატომ დაკარგა ნინომ გზა?

_რა გააკეთა ნინომ, რომ გზა ეპოვა?

 

  • დაწერეთ წაკითხული ტექსტის შინაარსი.
  • Գրե՛քկարդացածտեքստիհամառոտբովանդակությունը:
  • Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.

 

 

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը

Mətni oxuyun:

* * *

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. აქ ბევრი დიდი და პატარა მთა და ქედია. მთის ყველაზე მაღალ ადგილს მწვერვალი ჰქვია. მთის გვერდებს _ კალთები ან ფერდები. ბევრი მდინარე სათავეს მთაში იღებს. მთაში ცივი კლიმატია. მკაცრი ზამთარი და გრილი ზაფხულია. მთაში ხშირია ნისლი. მთაში მცენარეები იზრდება, მაგრამ ბარში ბევრად უფრო მეტი მცენარე იზრდება. ყაზბეგის რაიონი საქართველოს მთიანი კუთხეა. ზაფხულში აქ ბევრი დამსვენებელია. აქ ოჯახებით ისვენებენ. მთის ჰაერი სასარგებლოა ბავშვებისათვის.

ახლა ზაფხულია და აქ უამრავი დამსვენებელია. ეს დღეები წვიმდა. ამას წინათ სეტყვაც იყო. დღეს კარგი ამინდია. ნისლიც აღარ არის და მყინვარწვერი გამოჩნდა. მყინვარწვერი ყინულიანი და თოვლიანია. იქ ასვლა ძალიან ძნელია. იქ მხოლოდ ალპინისტები ადიან. ალპინისტებს მთასვლელებსაც ეძახიან. ალპინისტები სამი დღეა ჩამოვიდნენ და ასასვლელად ემზადებიან. ცუდ ამინდში ასვლა არ შეიძლება.

ყაზბეგში ჩამოედინება მდინარე თერგი. ის დარიალის ხეობაში მიედინება. ეს ხეობა ვიწრო არ არის, ის განიერია. თერგი ძალიან ხმაურობს. ის ხმაურიანი მდინარეა. თერგის მეორე მხარეს სოფელი გერგეტია. თერგზე ხიდია. ეს ხიდი ფართოა. მანქანით გადასვლა შეიძლება.

გერგეტიდან შეიძლება სამების მონასტერში ასვლა. სამების ტაძარი მყინვარწვერის ძირშია. სამებამდე დიდი გზაა. ვიწრო ბილიკებიც და დიდი მინდორიც. ეს გზა ძალიან ლამაზია. მინდორზე მშვენიერი ყვავილები იზრდება.

ანას ოჯახი ყაზბეგში ისვენებს. დღეს ისინი სოფელ ცდოში მიდიან. სოფელ ცდოში ანას მეგობარი ისვენებს. იქ მისი ბებია და პაპა ცხოვრობენ. ცდომდე დიდი და ძნელი გზაა. ისინი დილით ადრე ადგნენ და წავიდნენ. ახლა მთის წვერზე ადიან. გზა ულამაზესია. ჰაერი ძალიან სუფთაა. გრილა. მათ ერთი ღელე გადაიარეს და მეორე მხარეს გადავიდნენ. გზაზე ანა ყვავილებს აგროვებდა. ყველა ძალიან დაიღალა. განსაკუთრებით ანას პატარა და, ნინი. ის მამამ მხრებზე შეისვა და ისე წაიყვანა. ანამ მიწაზე ხის ტოტი მოძებნა და იმ ჯოხით გააგრძელა გზა.

აი, რამდენიმე კილომეტრიც და ისინი უკვე ცდოში იქნებიან. ანა უკვე ხედავს სოფელს შორიდან.

მივიდნენ. ანას მეგობარი, მარიამი, და მისი ოჯახი სიხარულით დახვდნენ. დაღლა ყველას დაავიწყდა. ცდოს შემოგარენი ულამაზესი იყო. სამი მხრიდან მთა და ერთი მხარეს კი ხეობა იყო. ეს ხეობა სიმაღლიდან ძლივს მოჩანდა. ხეობის მეორე მხარეს კლდეები ჩანდა და უცებ იმ კლდეზე ანამ ჯიხვი დაინახა! მარიამმა უთხრა, რომ ის ხშირად ხედავდა ჯიხვებს ხეობის იქით.

იმ დღეს ანას ოჯახი ცდოში დარჩა. საღამოს მათ ხინკალი გააკეთეს და მიირთვეს. ხინკალი მთაში ტრადიციული კერძია.

ანას ოჯახი ორი დღის მერე დაბრუნდა ყაზბეგში.

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_როგორი ქვეყანაა საქართველო?

_სად იღებს სათავეს ბევრი მდინარე?

_რა ჰქვია მთის უმაღლეს წერტილს?

_როგორია კლიმატი მთაში?

_როგორ ამინდში მიდიან მთამსვლელები მთაში?

  • დაწერეთ წაკითხული ტექსტის შინაარსი.
  • Գրե՛քկարդացածտեքստիհամառոտբովանդակությունը.
  • Oxunulan mətnin qısa məzmununu yazın.