კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

ძველ დროში ცხენი, აქლემი, სპილო, ვირი, ჯორი ხმელეთზე გადაადგილების საუკეთესო საშუალება იყო.

ზღვაზე კი უძველესი დროიდანვე დაცურავდნენ გემები, ნავები.

აი, ცაზე კი ადრე მხოლოდ მფრინავი ხალიჩები დაფრინავდნენ და ისინიც მხოლოდ ზღაპარში.

დღეს გვაქვს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობა.

ხმელეთზე მოძრაობს მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტი.

ეს მატარებელია. მატარებელი ლიანდაგზე დადის. მატარებელი შედგება ვაგონებისაგან.

ეს მსუბუქი მანქანაა, ეს ავტობუსია. ავტობუსს გადაჰყავს მგზავრები ქალაქში, ავტობუსი დადის ქალაქებსა და სოფლებს შორის, ქვეყნიდან – ქვეყანაში.

ეს ტაქსია. ეს კი მიკროავტობუსი.

ახალგაზრდები ხშირად ირჩევენ ველოსიპედსა და მოტოციკლს.

ქალაქში ადრე მოძრაობდა ტროლეიბუსი და ტრამვაი.

მიწისქვეშა ტრანსპორტია მეტროპოლიტენი. თბილისში მეტროს ორი ხაზია: ბოლო სადგურებია ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი. მეორე ხაზი იწყება სადგურის მოედანზე და ბოლო გაჩერებაა ვაჟა–ფშაველას სადგური. მეტროპოლიტენი სწრაფია და ძალიან ბევრ მგზავრს ემსახურება. მას ყოველ დღე უამრავი მგზავრი გადაჰყავს.

მეტროსა და ავტობუსებში აუცილებელია სამგზავრო პლასტიკური ბარათები. უბილეთოდ მგზავრობა არ შეიძლება.

საზღვაო ტრანსპორტია გემი, რომელიც შორეულ რეისებზე გადის.

ნავით კი ძალიან შორს გასვლა არ შეიძლება.

საჰაერო ტრანსპორტია თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

თვითმფრინავი ძალიან შორ მანძილზე დაფრინავს, მაღლა და სწრაფად.

ვერტმფრენი კი უფრო ნელია.

ადამიანების უმრავლესობა თვითმფრინავით არჩევს მგზავრობას შორ მანძილზე, რადგან ის ძალიან სწრაფი და კომფორტულია.

უპასუხეთ კითხვებს:

Պատասխանե՛ք հարցերին.

Suallara cavab verin:

_რა იყო ძველად ხმელეთზე გადაადგილების საუკეთესო საშუალება?

_რა დაცურავდა ზღვაზე?

_რა მოძრაობს ახლა ხმელეთზე?

  _რისგან შედგება მატარებელი?

_რა მოძრაობდა ადრე ქალაქში?

_რომელია მიწისქვეშა ტრანსპორტი?

_რომელია საზღვაო ტრანსპორტი?

_რომელია საჰაერო ტრანსპორტი?

_რა არის ძალიან სწრაფი და კომფორტული?

ტექსტის მიხედვით, ჩამოთვალეთ, ტრანსპორტის რა სახეები იცით.

Ըստ տեքստի, թվարկե՛ք, թե տրանսպորտի ինչ տեսակներ գիտեք:

Mətnin əsasında nəqliyyatın hansı vasitələrini tanıdığınızı sadalayın.

 

დაწერეთ ტექსტის მოკლე შინაარსი.

Գրե՛ք տեքստի համառոտ բովանդակությունը:

Mətnin qısa məzmununu yazın.

 

შეასრულეთ წერითი დავალება

Կատարեք գրավոր առաջադրանքը

Yazılı tapşırığı yerinə yetirin
35P1