გრამატიკა

IDevice Icon

 

გრამატიკა

ზმნის ფორმას, რომელიც გამოხატავს, თუ როგორია კუთვნილებით-დანიშნულებითი ურთიერთობა პირებს შორის ქცევა ჰქვია. ქცევა სულ სამია: საარვისო (აშენებს – მოქმედების შედეგი არავისთვის არ არის განკუთვნილი), სათავისო (იშენებს, ანუ აშენებს თავისთვის) და სასხვისო (უშენებს, ანუ აშენებს სხვისთვის).

სათავისო ქცევას ზმნის სამივე პირში გამოხატავს ი– თავსართი:

I პირი – მე ვ–ი–წერ (მე და–ვ–ი–წერე)

II პირი – შენ ი–წერ (შენ და–ი–წერე)

III პირი – ის ი–წერ–ს (მან და–ი–წერა).

სასხვისო ქცევას პირველსა და მეორე პირებში ასევე ი– თავსართი აწარმოებს, მაგრამ მესამე პირში ამ ი– ხმოვანს უ– თავსართი ცვლის:

I პირი – ის მე მ–ი–წერს (მან მე და–მ–ი–წერა)

II პირი – ის შენ გ–ი–წერს (მან შენ და–გ–ი–წერა)

III პირი – ის მას უ–წერ–ს (მან მას და–უ–წერა).



  • ამოიწერეთ ტექსტიდან სათავისო და სასხვისო ქცევის ფორმები და დააჯგუფეთ.
  •  აწარმოეთ სათავისო და სასხვისო ქცევის ფორმები: აკეთებს , აკლებს, აცხელებს
  • ნიმუში: ხატავს – იხატავს, უხატავს

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 42P2