კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

დასახლებულ ადგილებში, უფრო მეტად ქალაქებში, ხშირად შევხვდებით სხვადასხვა ტიპის შენობაზე დამაგრებულ სხვადასხვა შინაარსის მქონე აბრებს.

აბრებზე შესრულებული წარწერები გვეუბნება, რა სახის დაწესებულებაა ამ შენობაში განთავსებული. ხშირად სპეციალურ აბრებზე მითითებულია, რა ისტორიული ფაქტია მომხდარი ამა თუ იმ შენობაში. ზოგიერთი აბრა შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობდა ან მოღვაწეობდა ამ შენობაში. ასეთ აბრებს მემორიალურ დაფას უწოდებენ.

აი, ინფორმაცია ამ ტიპის აბრის გახსნის შესახებ:

იტალიაში, იქ სადაც 1629 წელს პირველი იტალიურ-ქართული ლექსიკონი დაიბეჭდა, სპეციალური აბრა განთავსდა. გახსნის ცერემონიას კულტურის მინისტრი ნიკა რურუა დაესწრო.

 

ხვალ რომში ქართული საგანძურის გამოფენა გაიმართება. ღონისძიება საქართველოს, როგორც ოქროს საწმისის ქვეყანას, წარადგენს.

 

  • უპასუხეთ წერილობით, რა არის აბრა და რა დანიშნულება აქვს მას.
  • ჩამოთვალეთ, რა სახის აბრებს იცნობთ.

  •  შეადგინეთ 3 სხვადასხვა შინაარსის აბრა თქვენი გამოცდილებიდან.

 

წაიკითხეთ ტექსტი

საგზაო ნიშნები



საგზაო ნიშნები მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგების მნიშვნელოვან საშუალებად ითვლება. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სხვადასხვა სახიფათო უბნებთან მიახლოების თაობაზე (შესახებ), აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნის გავლის თანმიმდევრობას, ზღუდავენ ან კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ნებას რთავენ იმოძრაონ გარკვეული მიმართულებით, აზუსტებენ ძირითადი ნიშნების მოქმედების ზონას, დროს, მანძილს.


საგზაო ნიშნები იყოფა 7 ჯგუფად. ესენია:

· მაფრთხილებელი

· პრიორიტეტის

· ამკრძალავი

· მიმთითებელი

· საინფორმაციო-მაჩვენებელი

· სერვისის (მომსახურების)

· დამატებითი ფორმაციის ნიშნები

ნიშნის ყოველ ჯგუფს აქვს თავისი ფორმა და ფერი, რაც მნიშვნელოვან მანძილზე მათი გამოცნობის საშუალებას იძლევა.

 

  •  ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • რა და რა სახის საგზაო ნიშნები იცით? ჩამოთვალეთ.

  •   შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.