კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ჯანდაცვა ჯანმრთელობის დაცვაა.

ყველა ადამიანი უნდა ზრუნავდეს თავის ჯანმრთელობაზე.

ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე. დღეს ქვეყანაში ბევრი სამედიცინო დაწესებულებაა. ისინი სხვადასხვა ტიპისაა: კლინიკა, პოლიკლინიკა, საავადმყოფო, სასწრაფო დახმარება.როცა ადამიანი ცუდად ხდება, პირველ რიგში ის სასწრაფო დახმარებას იძახებს. სასწრაფო დახმარების ჯგუფი სწრაფად მიდის ავადმყოფთან. სასწრაფო დახმარება პირველად დახმარებას უწევს მას. სასწრაფო დახმარების ექიმებს დიდი გამოცდილება აქვთ. მათ იძახებენ სხვადასხვა დაავადების დროს. ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას. სასწრაფო დახმარებას იძახებენ უბედური შემთხვევების დროსაც: ავარიის, ხანძრის, წყალდიდობის დროს.

ზოგჯერ სასწრაფო დახმარების ექიმებს პაციენტები საავადმყოფოში გადაჰყავთ სამკურნალოდ.

საავადმყოფო დიდი სამკურნალო დაწესებულებაა. აქ კეთდება ოპერაციები და მკურნალობენ პაციენტებს. საავადმყოფოებში არის პალატები ავადმყოფებისათვის, საოპერაციო ოთახები, საორდინატორო ოთახები.

თბილისში ბევრი საავადმყოფოა. თითოეულ მათგანს აქვს თავისი განყოფილებები: ტრავმატოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, ოფთალმოლოგია და სხვ.

ქალაქში ბევრი სტომატოლოგიური კლინიკაა. ადამიანები ხშირად აკითხავენ კბილის ექიმებს კბილის სამკურნალოდ, ამოსაღებად ან ახალი კბილების ჩასასმელად.

მკურნალობა ხშირად ძალიან ძვირია, ამიტომ კარგია, როცა სამედიცინო დაზღვევა აქვს ადამიანს.

არსებობს ბევრი პროგრამა, რომლებიც ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს იმკურნალონ უფასოდ ან ძალიან დიდი ფასდაკლებით.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.

 

  • დაწერეთ წაკითხულის მოკლე შინაარსი.

 
უპასუხეთ კითხვებს:

რა არის ჯანდაცვა?

ვინ ეხმარება პირველად ავადმყოფს?

სად კეთდება ოპერაციები?

რა მიზნით დადიან ადამიანები სტომატოლოგიურ კლინიკაში?

რატომ არის დაზღვევა კარგი?

წაიკითხეთ ტექსტი

ბავშვთა ექიმს პედიატრი ჰქვია. პედიატრები მკურნალობენ ბავშვებს 14 წლამდე.

თერაპევტი ზრდასრულ ადამიანთა ექიმია.

კარდეოლოგი გულის ექიმია. ის გულით ავადმყოფებს მკურნალობს.

ოპერაციებს ქირურგი აკეთებს. ქირურგები საავადმყოფოებში მუშაობენ.

ვისაც თვალის პრობლემები აქვს, თვალის ექიმთან, ანუ ოკულისტთან,

მკურნალობს.

ინფექციონისტები ინფექციურ დაავადებებს კურნავენ.

ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები ბავშვებსაც მკურნალობენ და ზრდასრულებსაც. მათთან მიდიან ადამიანები, ვისაც აწუხებთ ყურის ტკივილი ან ყელი.

კბილის ექიმები, ანუ სტომატოლოგები, სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობენ. მათ ყოველთვის ბევრი პაციენტი ჰყავთ.

ნევროპათოლოგები ნერვიულ ადამიანებს მკურნალობენ. ისინი დამამშვიდებელ წამლებს უწერენ პაციენტებს.

ექიმის დამხმარეს ექთანი ჰქვია. ექთნები ექიმებთან ერთად მუშაობენ. ისინი პაციენტებს სიცხეს უზომავენ, წნევას უსინჯავენ და წამლებს ასმევენ.

სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ სანიტრები. სანიტრები პაციენტებს პალატას ულაგებენ და საჭმელს აჭმევენ.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები და ფრაზები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • შეადგინეთ ამ სიტყვებისგან ახალი წინადადებები და დაწერეთ.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

ვის მკურნალობენ პედიატრები?

ვისთან უნდა იმკურნალოს ადამიანმა, ვისაც გულის პრობლემა აქვს?

რისი ექიმია ოკულისტი?

ვინ არის ექიმის დამხმარე?

 

  • ტექსტის მიხედვით განმარტეთ სიტყვები:

 

პედიატრი

თერაპევტი

კარდეოლოგი

ქირურგი

ოკულისტი

ინფექციონისტი

სტომატოლოგი

ნევროპათოლოგი

ექთანი

სანიტარი