კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი:

დღეს კინოს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს.

კინოფილმების ნახვა შეიძლება კინოთეატრებში, ტელევიზიით. არსებობს საოჯახო კინოთეატრებიც. შეგიძლია სახლშიც, დიდ ეკრანზე უყურო შენს საყვარელ ფილმს.

კინოს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

-„ვმოძრაობ“ - ასე ითარგმნება სიტყვა „კინო“ ბერძნულიდან ქართულად.

პირველი ფილმი გადაიღეს საფრანგეთში და აჩვენეს პარიზში 1895 წლის 28 დეკემბერს. ეს იყო 45 წამიანი ფილმი „მუშები ლიუმერის ქარხანას ტოვებენ.“

პირველი ფილმები მუნჯური და შავ–თეთრი იყო. ტექსტი ტიტრებზე იყო. დარბაზში ყოველთვის იჯდა პიანისტი, რომელიც უკრავდა, ფილმს მუსიკალურად აფორმებდა.

ზოგი ფილმი დოკუმენტური იყო, ზოგი - მხატვრული.

არსებობს მოკლემეტრაჟიანი ან სრულმეტრაჟიანი ფილმები.

პირველი ფილმის ნახვისას მაყურებლები შეშინდნენ. მერე სხვებს უყვებოდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. ასე ვრცელდებოდა ამბავი „ბოროტ გამოგონებაზე.“

ნელ–ნელა ადამიანებს მოეწონათ ფილმების ყურება.

კინოხელოვნება ნელ–ნელა ვითარდებოდა, მალე მუნჯური ფილმების ნაცვლად ხმოვანი ფილმები გაჩნდა, დარბაზში აღარ იყო საჭირო ფილმის მუსიკალური გაფორმება.

უფრო გვიან კი შავ–თეთრი ფილმები ფერადმა ფილმებმა შეცვალა.

მალე გაჩნდა ანიმაციური ფილმებიც. ასეთი ფილმები დღესაც ძალიან უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც.

ცნობილი მსახიობი ჩარლი ჩაპლინი მუნჯური ფილმების ვარსკვლავია. ის იყო თავისი ფილმების მსახიობიც და რეჟისორიც. ჩარლი ჩაპლინი ძირითადად კომედიურ ფილმებს იღებდა.

ქართული კინოს ცნობილი მსახიობები იყვნენ ნატა ვაჩნაძე, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა და ბევრი სხვა. ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჟანრის ფილმებში.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

       სად გამოიგონეს კინო?

       სადაური სიტყვაა კინო

       როგორი იყო პირველი ფილმები?

       ვინ არის ჩარლი ჩაპლინი?

       როგორ ფილმებს იღებდა ჩარლი ჩაპლინი?

 

  • დაწერეთ თქვენი საყვარელი ფილმის მოკლე შინაარსი.

 

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 54P1