კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

თეატრი ხელოვნების ერთ–ერთი უძველესი დარგია. ადამიანები ძველად თეატრალურ წარმოდგენებს ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში მართავდნენ. მოხეტიალე მსახიობები დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში და მართავდნენ სპექტაკლებს.

მოგვიანებით სპექტაკლებს სპეციალურ შენობებში დგამდნენ. სცენაზე იდგმებოდა პიესები.

თეატრი ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდათ აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში: ჩინეთში, ინდონეზიაში, იაპონიაში... ცნობილია ძველი ბერძნული თეატრიც, რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავდა.

სპექტაკლს დგამს რეჟისორი, მასში მონაწილეობენ მსახიობები, ისინი ასრულებენ სხვადასხვა როლს. არსებობს მთავარი როლები და მეორეხარისხოვანი როლები.

ძველად სპექტაკლში მარტო მამაკაცები მონაწილეობდნენ, ქალის როლსაც ისინი ასრულებდნენ.

სპექტაკლი მიმდინარეობს სცენაზე. სცენა დარბაზის ამაღლებული ადგილია. სცენის უკან კულისებია. კულისებში მსახიობები ისვენებენ ხოლმე.

მაყურებელი ზის დარბაზში. დარბაზის წინა ნაწილს პარტერი ჰქვია.

იარუსი დარბაზის ამაღლებული ადგილია.

პარტერიდან უფრო კარგად ჩანს დარბაზი, ვიდრე იარუსიდან.

მსახიობები დიდხანს ემზადებიან სცენაზე გამოსასვლელად. რეჟისორი არჩევს მსახიობებს სხვადასხვა როლისათვის.

მსახიობები სწავლობენ თავიანთ როლებს, იმახსოვრებენ ტექსტს და შემდეგ იწყება რეპეტიციები რეჟისორთან ერთად.

პრემიერა სპექტაკლის პირველი ჩვენებაა.

პრემიერას ყოველთვის ბევრი ხალხი ესწრება ხოლმე. ბილეთები თეატრის სალაროში იყიდება.

თეატრის შენობის წინ გამოკრულია აფიშები.

სპექტაკლის დაწყებისას ფარდა იხსნება და სცენაზე მსახიობები გამოდიან.

ხშირად სპექტაკლი ორი ან სამი მოქმედებისაგან შედგება. მოქმედებებს შორის შესვენებას ანტრაქტი ჰქვია.

არსებობს დრამატული თეატრი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, ოპერეტა, მიუზიკლი, პანტომიმის თეატრი და სხვ.

ოპერა, ოპერეტა და მიუზიკლი მუსიკალური თეატრებია. უსიტყვო თეატრია პანტომიმის თეატრი, რომელშიც მსახიობები სათქმელს მოძრაობით გამოხატავენ. ბალეტის მსახიობები კი ცეკვით გადმოსცემენ სათქმელს.

არსებობს თოჯინებისა და ჩრდილების თეატრიც.

საქართველოში ქართული თეატრი დაარსდა 1791 წელს, რომელიც 1795 წლამდე არსებობდა.

1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავმა პირველი თეატრალური წარმოდგენა უჩვენა თბილისელ მაყურებელს.

ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

დაწერეთ მოკლედ, რა გსმენიათ თეატრის შესახებ. რომელ ცნობილ რეჟისორებს ან თეატრალურ მსახიობებს იცნობთ.

უპასუხეთ კითხვებს:

ვინ დგამს სპექტაკლს?

ვინ ასრულებს როლებს?

რა არის პრემიერა?

რა ჰქვია მოქმედებებს შორის შესვენებას?

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 57P1