გრამატიკა

IDevice Icon

 
 
შერწყმული წინადადება

 

შერწყმულია წინადადება, რომელშიც მოიპოვება ერთ საერთო წევრთან დაკავშირებული ორი ან ორზე მეტი ერთგვარი წევრი: რამდენიმე შემასმენელი ერთ ქვემდებარესთან, რამდენიმე ქვემდებარე ერთ შემასმენელთან, რამდენიმე ერთი შინაარსის დამატება, რამდენიმე განსაზღვრება და გარემოება ერთ საერთო წევრთან.

შერწყმული წინადადება შეიძლება იყოს ნარევი სახისა. მაგ., ნარევი სახის შერწყმული წინადადებაა: “შრომა და სიყვარული აძლევს შნოსა და ლაზათს ადამიანის სიცოცხლეს”. აქ ერთ შემასმენელთან დაკავშირებულია ორი ქვემდებარე (შრომა და სიყვარული აძლევს) და ორი პირდაპირი დამატება (აძლევს შნოსა და ლაზათს).

სავარჯიშო:

მოიძიეთ ტექსტში შერწყმული წინადადებები და ამოიწერეთ.