გრამატიკა

IDevice Icon

ნუ–იანი და არ–იანი უკუთქმითი ბრძანებითი

 

უკუთქმითი ბრძანებითი გამოხატავს მოქმედების აკრძალვას. აკრძალვისთვის ენაში გამოიყენება ნუ, არ ნაწილაკები:

ნუ შეჭამ! ნუ ისწავლი! არ შეჭამო! არ ისწავლო!

ნუ და არ ნაწილაკები ზმნის სხვადასხვა ფორმას დაერთვის: ნუ ნაწილაკი მხოლოდ მომავალი დროის ფორმას დაერთვის (ნუ გააკეთებ! ნუ წახვალ!), არ ნაწილაკი კი – კავშირებითი კილოს ფორმას მოითხოვს: არ გააკეთო! არ წახვიდე!

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 64P2