გრამატიკა

IDevice Icon

ერთხელ, მუდამ, სულ

მოქმედების სიხშირეზე სიტყვები: ერთხელ, მუდამ, სულ მიუთითებენ.

ერთხელ მხოლოდ ერთჯერად მოქმედებას გამოხატავს: ერთხელ მოვიდა და იმის მერე აღარ გამოჩენილა...

მუდამ და სულ სინონიმებია; ისინი თავისუფლად ენაცვლებიან ერთმანეთს და მოქმედების მრავალჯერადობაზე მიუთითებენ: ზაფხულობით თბილისში სულ (ან მუდამ) სიცხეა...

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 65P2