კითხვა / წერა

IDevice Icon

 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ქეთევანი ჟურნალისტია. ის ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელია და ამზადებს მასალებს საინფორმაციო გადაცემებისათვის.

გუშინ საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები მთავრობის მოწვევით ესტუმრნენ თბილისს. ევროკავშირის დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ მთავრობის წევრები.

ქეთევანი მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ამზადებდა.

მეორე დღეს მათ ოფიციალური შეხვედრა ჰქონდათ სამინისტროში, შემდეგ კი საქმიანი შეხვედრა და საუბარი იყო დაგეგმილი.

მესამე დღეს იყო მათი ოფიციალური მიღება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში.

ოფიციალური მიღება ყველა წესის მიხედვით გაიმართა.

სტუმრებს რეზიდენციის წინ შეხვდნენ მასპინძლები: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტარები. დარბაზში ბევრი ყვავილი იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტებიც.

პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისა და მხარდაჭერისათვის. მან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა დელეგაციის წევრებს. სიტყვით გამოვიდნენ პარლამეტარები და დელეგაციის წევრები. ამის შემდეგ გაიმართა ბრიფინგი. დელეგაციის ხელმძღვანელმა მოკლედ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

ოფიციალური მიღების შემდეგ ვახშამი გაიმართა. ვახშამს მხოლოდ სტუმრები, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_ვინ დაპატიჟა სტუმრები საქართველოში?

_ვინ დახვდნენ აეროპორტში დელეგაციის წევრებს?

_სად გაიმართა შეხვედრა ვიზიტის მესამე დღეს?

_ვინ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 67P1