კითხვა / წერა - Կարդալ / գրել - Oxu / yazı

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი:

Կարդացե՛ք տեքստը.

Mətni oxuyun:

 

ეს ვინ არის? ეს გოგონაა. ის ლამაზი და მხიარულია. მას ლამაზი კაბა აცვია. გოგონა დიდი არ არის, ის პატარაა.

- ეს გოგონა ვინ არის?

- ეს არის ჩემი მეზობელი, მას ნინო ჰქვია.

- რამდენი წლისაა ნინო?

- ის 7 წლისაა.

- შენ გიყვარს ბავშვები?

- დიახ, მე მიყვარს ბავშვები.

- ისინი ვინ არიან?

- ისინი ნინოს დედა და მამა არიან.

- რამდენი შვილი ჰყავთ მათ?

- მათ 3 შვილი ჰყავთ.

- თქვენ რამდენი შვილი გყავთ?

- მე 1 შვილი მყავს.

- თქვენ მარიამის დედა ხართ?

- არა, მე ლელას დედა ვარ.