გრამატიკა

IDevice Icon

რომ კავშირიანი წინადადებები

რთულ წინადადებაში რომ კავშირი ყველაზე ხშირად გამოიყენება: იგი სხვადასხვა სახის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში შეიძლება შეგვხვდეს:

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ცრემლი გულწრფელია!;

ჩამოვარდა ისეთი სიმშვიდე, რომ ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით;

„გვიბრძანა, რომ აქედან წავსულიყავით“.

როგორც წესი, რომ კავშირის წინ მძიმე დაისმის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში რომ-ის წინ მძიმე არ არის საჭირო:

ის ჭოტი, ღამღამობით რომ ჭალაში გაჰკიოდა, გიორგის აშინებდა“.

  • მოიძიეთ ტექსტში რომ კავშირიანი წინადადებები. ამოიწერეთ.

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 81P1