გრამატიკა

IDevice Icon

შორისდებული

სიხარულის, წყენის, შექების გამომხატველი შორისდებულები

შორისდებული ჰქვია უცვლელ მეტყველების ნაწილს, რომელიც უშუალოდ გამოხატავს ადამიანის სულიერ განწყობილებას, გრძნობასა თუ ნება-სურვილს.

მაგ.: ახ, ვიშ, ეჰ, ვაი, ერიჰა, ჰეი, ყოჩაღ, სუ...

ახ ნატვრას გამოხატავს, ვიშ - სიხარულს, აღტაცებას, ეჰ - დანანებას, ვაი - მწუხარებას, ერიჰაა - გაკვირვებას, ჰეი - მოწოდებას, ყოჩაღ - მოწონებას, სუ - მთქმელის ნება-სურვილს, ბრძანებას.

შორისდებულის მნიშვნელობის გასარკვევად წარმოთქმისას მთავარია ტონი. ამიტომ ერთი და იგივე გრძნობა შეიძლება სხვადასხვა შორისდებულით გამოიხატოს, ან ერთი და იმავე დაწერილობის შორისდებულით სხვადასხვა გრძნობა გადმოიცეს.

შორისდებული განცალკევებით მდგომი მეტყველების ნაწილია. იგი არც სრულმნიშვნელობიანია და არც დამხმარე: წინადადების წევრიც არ არის.

  • ამოიწერეთ ტექსტიდან შორისდებულები და მიუწერეთ, რომელი რა გრძნობას გამოხატავს.