კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ადამიანებს უამრავი ოცნება აქვთ, როცა ერთი სურვილი სრულდება, მაშინვე ჩნდება მეორე, მესამე. სურვილის გარეშე არ არსებობს ადამიანის ცხოვრება.

ალბათ, ძალიან ბევრს უნახავს ხე, რომელზეც ფერად–ფერადი ქსოვილებია შებმული. ეს ნატვრის ხეა. ასეთი ხე ძალიან ბევრია. ადამიანები ირჩევენ ხეს, მიდიან, ნაჭერს აბამენ და სურვილს ჩაიფიქრებენ. მათ სწამთ, რომ ეს სურვილები აუცილებლად ასრულდება.

ზოგს ნატვისთვალის სჯერა. ზღაპრებში ნატვრის თვალი ყველა ოცნებას ასრულებს.

ერთ ზღაპარში ერთ კაცს ჯადოქარმა უთხრა, რომ მისთვის სამი სურვილის შესრულება შეეძლო.

ამ კაცს ბევრი არ უფიქრია და მხოლოდ ერთი სურვილი უთხრა: მე მინდა, ყოველთვის შემისრულდეს ყველა სურვილიო.

სანამ ადამიანი პატარაა, ის ოცნებობს სათამაშოებზე, თამაშზე. შემდეგ გაიზრდება და მომავალზე იწყებს ფიქრს, უჩნდება სხვა სურვილები, ოცნებები. ზოგს უნდა, რომ გახდეს ექიმი, ზოგს ინჟინრობა უნდა, ზოგის ოცნებაც არის მასწავლებლობა.

ძალიან ბევრ ადამიანს ხიბლავს მოგზაურობა. ისინი მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ დააგროვონ ფული, რომ მერე წავიდნენ სადმე, რაც შეიძლება ბევრი ადგილი დაათვალიერონ.

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც, მართალია, ბევრი ოცნება აქვთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს სურვილები არ შესრულდება. ამიტომ ძალიანაც არ ცდილობენ, რომ მიზანს მიაღწიონ.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეუძლებელი არაფერია. ნებისმიერი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს. ოღონდ ამას ძლიერი სურვილი, რწმენა და შრომა ჭირდება.

ცნობილმა ფრანგმა მეცნიერმა, შამპოლიონმა, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო, თქვა, რომ აუცილებლად გაშიფრავდა ძველ ბერძნულ წარწერებს. მან ეს სურვილი რეალობად აქცია. როცა გაიზარდა, ძალიან დიდი შრომის შედეგად მიაღწია მიზანს.

ძველ საბერძნეთში ცხოვრობდა ერთი კაცი, დემოსთენე, რომელსაც ძალიან უნდოდა რიტორი გამხდარიყო. რიტორი ქართულად მჭევრმეტყველს, კარგად მოსაუბრეს ნიშნავს. ორატორები ათასობით ადამიანის წინაშე გამოდიოდნენ.

სამწუხაროდ, დემოსთენე ენაბლუ იყო და საუბრის დროს ენა ებმოდა. ამიტომ წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრიც კი, რომ ის რიტორი გახდებოდა.

მაგრამ ის ასე არ ფიქრობდა. ძალიან ბევრს მუშაობდა, დადიოდა ხოლმე ზღვის პირას, პირში კენჭებს იყრიდა და ვარჯიშობდა გამართულად საუბარში.

დემოსთენემ სურვილი აისრულა, ის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და ორატორი გახდა, თავისუფლად საუბრობდა უამრავი ადამიანის წინაშე.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_ამ ტექსტის მიხედვით, რის გარეშეა წარმოუდგენელი ადამიანების ცხოვრება?

_რა მიზნით აბამენ ფერად-ფერად ნაჭრებს ხეებს ადამიანები?

_რატომ არ ცდილობს ზოგიერთი ადამიანი მიზნის მიღწევას?

_რა უშლიდა თავდაპირველად დემოსთენეს ხელს, რომ თავისი მიზნისათვის მიეღწია?

_როგორ (რისი წყალობით) მიაღწია დემოსთენემ თავის მიზანს?

წაიკითხეთ ინტერნეტგვერდის ბლოგი:

http://blogger.ge/forum/topic/2111

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •   ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   რა არის თქვენი ოცნება? ჩამოაყალიბეთ და დაწერეთ მცირე ზომის მოთხრობა.

  •   უპასუხეთ კითხვებს:

 
_ხათუნას აზრით, რა სჭირდება ოცნებების ასრულებას?

_გიორგის აზრით, რაში ერევათ ადამიანებს ოცნებები?

_რასთან არ არის დაკავშირებული ფოტინეს ოცნებები?

_რამ შეუწყო ხელი შოს ოცნებების ასრულებაში?