კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

განცხადება წერილობითი დოკუმენტია, რომელიც იწერება ცალკეულ პირის ან პირთა მიერ რომელიმე წარმოება-დაწესებულების ან მისი ხელმძღვანელის სახელზე და შეიცავს თხოვნას, საჩივარს ან რაიმე ამბის შეტყობინებას. განცხადება ინდივიდუალურია, როცა ის ერთი განმცხადებლის მიერაა დაწერილია, ხოლო კოლექტიური ხასიათისა, თუკი მას ხელს აწერს ერთზე მეტი კაცი. განცხადების ავტორი შეიძლება იყოს არა მხოლოდ პირი ან პირთა ჯგუფი, არამედ ესა თუ ის ორგანიზაცია ან უწყება და წარმოადგენდეს ოფიციალურ, სამსახურებრივი ხასიათის დოკუმენტს.

განცხადების ფორმატი შემდეგი სახისაა:

1. პირველ სტრიქონზე იწერება ადრესატის ზუსტი მისამართი (სრული დასახელება წარმოება-დაწესებულების, ორგანიზაცია-უწყების ან თანამდებობის მქონე იმ პირისა, რომელსაც განცხადება ეგზავნება).

2. მომდევნო სტრიქონზე ზევით, მარჯვენა მხარეს, იწერება განმცხადებლის გვარი, სახელი, მამის სახელი და ზუსტი მისამართი (მისამართი მაშინაა სავალდებულო, როდესაც ადრესატისათვის განმცხადებლის ვინაობა და ადგილსამყოფელი უცნობია). დაწესებულების ხელმძღვანელის სახელზე დაწერილ განცხადებაში აღინიშნება განმცხადებლის თანამდებობა.

3. გარკვეული ინტერვალის შემდეგ იწერება სიტყვა განცხადება.

4. მომდევნო სტრიქონზე (აბზაცით) იწერება განცხადების შინაარსი, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან.

) შესავალი, რომელშიც ნაჩვენებია განცხადების დაწერის გამომწვევი მიზეზები;

) ძირითადი ნაწილი (შინაარსის დასაბუთება) და

) დასკვნითი ნაწილი განმცხადებლისათვის მოსალოდნელ (სასურველ) შედეგია მითითებული.

5. მარცხენა მხარეს, ქვემოთ თარიღი.

6. ბოლოს ხელის მოწერა.

ნიმუში:


. თბილისის 99- საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მარიამ როინიშვილს,
მოქალაქე ერეკლე ბაღათურიას (მცხოვრები ქ. თბილისში, აღმაშენებლის გამზირი #25)

 

 

 

მოგახსენებთ, რომ ავადმყოფობის გამო ჩემმა ვაჟმა, ლევან ბაღათურიამ 2012 წლის 12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გააცდინ გაკვეთილები, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებოდა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. გთხოვთ, გაცდენილი დღეები ჩაუთვალოთ საპატიოდ.

16. 03. 2012 წ.

(ხელის მოწერა)

საინფორმაციო განცხადება

 

განცხადება ეწოდება ისეთ დოკუმენტსაც, რომელშიც ესა თუ ის დაწესებულება, ცალკეულ პირთა ჯგუფი ან ამა თუ იმ საზოგადოების გამგეობა და . . იუწყება ამა თუ იმ სახის ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ. ეს შეიძლება იყოს კრების მოწვევა, თათბირის ჩატარება, სხდომა, კონფერენცია, დისპუტი და სხვა.

ამ სახის განცხადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს: 1) სათაური (განცხადება”); 2) ღონისძიების ჩატარების დრო; 3) ადგილი, სადაც ღონისძიება ტარდება; 4) განცხადების შინაარსი და 5) განცხადების ავტორთა დასახელება.

ნიმუში:

 

2012 წლის 25 იანვარს, 17 საათსა და 30 წუთზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სააქტო დარბაზში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „სამედიცინო მომსახურების პრობლემები საქართველოში“.

დისკუსიას წაუძღვება ჯანდაცვის ექსპერტი ელენე ახობაძე.

დასწრება თავისუფალია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მედიცინის ფაკულტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

 

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 


_რამდენი ადამიანი წერს ინდივიდუალურ განცხადებას?

_რა ეწოდება განცხადებას, რომელსაც ერთზე მეტი ადამიანი აწერს ხელს?

_რამდენი ნაწილისაგან შედგება განცხადება?

_რა ეწოდება განცხადებას, რომელშიც გადმოცემულია შეტყობინება ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარების შესახებ?

  • დაწერეთ სხვადასხვა ტიპის განცხადება.

 

წაიკითხეთ ტექსტი

პოლიტიკური განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა. იგი რეგიონის სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა. კარალეთში ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა თავდაპირველად იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. პრეზიდენტმა აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ, საბოლოოდ, საქართველო აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოს ომის დროს გვერდზე მთელი მსოფლიო დაუდგა, რამაც, ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვასთან ერთად, რუსეთის აგრესია შეაჩერა. პრეზიდენტის ტექსტი შემდეგი შინაარსისაა:

საქართველო იმან გადაარჩინა, რომ მთელი მსოფლიო გვერდზე დაგვიდგა და კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრად დავრჩით. ჩვენ აუცილებლად შევალთ ნატოში, ევროკავშირში, აუცილებლად ბოლომდე გავთავისუფლდებით გაჭირვებისგან, აუცილებლად განვვითარდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით დაკარგულ ტერიტორიებზე და საბოლოო გამარჯვებას მოვიპოვებთ. ამაში ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_სად გაიმართა პრეზიდენტისა და მოსახლეობის შეხვედრა?

_რა თემებზე ისაუბრა პრეზიდენტმა შეხვედრის დასაწყისში?

_რამ შეაჩერა რუსეთის აგრესია, მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიხედვით?

 

  • კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ტექსტი და შეადგინეთ პოლიტიკური განცხადება თქვენ მიერ შერჩეულ ნებისმიერ თემაზე.

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

უძველესი სარეკლამო განცხადებები

სარეკლამო განცხადება პოტენციურ (შესაძლო) მყიდველების ატყობინებს ინფორმაციას ამა თუ იმ საქონლის, მისი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ.

მსოფლიოში უძველესი სარეკლამო განცხადება ჩინეთში აღმოაჩინეს. როგორც ჩინური პრესა იუწყება, ხუნანის პროვინციში, ერთ-ერთ სამარხში ჩატარებული გათხრების შედეგად, ნაპოვნია ქაღალდი, რომელზეც გარკვეული ნივთის სახეობა, ხარისხი, თავისებურება და ადგილმდებარეობა არის მითითებული.

სარეკლამო განცხადების ენა საოცრად ჰგავს თანამედროვე რეკლამების ტექსტებს. ნაწერიდან ირკვევა, რომ საუბარია ზეთის საღებავზე, რომელიც, განცხადების მიხედვით, “სხვა ზეთის საღებავებთან შედარებით განუმეორებელი ელფერით გამოირჩევა”.
სარეკლამო განცხადებაში 70 ჩინური იეროგლიფია გამოყენებული, თუმცა აღმოჩენილი მასალის უნიკალურობას მისი სიძველე წარმოადგენს.

ძველ საბერძნეთსა და რომში სარეკლამო განცხადებებს წერილობითი სახითაც ავრცელებდნენდნენ და ზეპირი გზითაც. ცნობილია უძველესი ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისში, რომელიც 1473 წლით თარიღდება.

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • უპასუხეთ კითხვებს:

_რა არის სარეკლამო განცხადების მიზანი?

_სად აღმოაჩინეს პირველი სარეკლამო განცხადება?

_რა საერთო აქვს ჩინეთში აღმოჩენილ რეკლამას თანამედროვე რეკლამებთან?