გრამატიკა

IDevice Icon


მოქმედებათა ერთდროულობა, თანამიმდევრობა

მოქმედების ერთდროულობა ქართულში რთული წინადადების ერთგვარი კონსტრუქციით გადმოიცემა:

იმ დროს, როცა... მაშინ, როცა...

იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა ზეიმობდა, ლალი ცხარე ცრემლებით ტიროდა...

მაშინ, როცა შენ გაიმარჯვე, ილიამ ხელი იტკინა...

შესაძლებელია, დროის აღნიშვნა უფრო დაზუსტებულიც იყოს დროის ზმნიზედით:

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება...

თანამიმდევრობის გადმოსაცემად გამოიყენება (–ის) შემდეგ, მერე, (-ის) წინ კონსტრუქციები:

ცოტა ხნის შემდეგ, ორი დღის მერე... ხუთი თვის წინ, ცოტა ხნის წინ...

  • შეადგინეთ მოქმედებათა ერთდროულობის, თანამიმდევრობის გამომხატველი 5-5 წინადადება.
  • ამოიწერეთ ტექსტიდან მოქმედებათა ერთდროულობის, თანამიმდევრობის გამომხატველი წინადადებები.